GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მინაშვილი: MUST CARRY-ის პრინციპებზე ჯონ ბასი ზოგადად საუბრობს
18:18 15.06.2012
დღის სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, MUST CARRY-ის პრინციპთან დაკავშირებით, ამერიკის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი ზოგადად საუბრობს.

როგორც ჟურნალისტებს მინაშვილმა განუცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი MUST CARRY-ის ვერსია ბუნდოვანია.

მისი თქმით, მსოფლიოში არც ერთ საკაბელო მაუწყებელს არ აქვს ვალდებულება ბადეში სხვა საკაბელო და სატელიტური მაუწყებლი ჩართოს.

„ეს არის თავისუფალი, შეუზღუდავი ბიზნესი და აქ სახელმწიფო რეგულირება უკუშედეგს მოიტანს, რადგან თავისუფალ მედიას უფრო შეზღუდავს. ეს არის ზედმეტი რეგულირება, რომელიც თავად თავისუფალი მედიისთვის მიუღებელია, ამიტომ საუბარი ზედმეტია იმ ფორმაზე რა ფორმითაც MUST CARRY შემოთავაზებულია. ამ პრინციპის ლავირების საშუალება არსებობს, მაგრამ ის, რაც არასამთავრობო სექტორის მიერ  არის შემოთავაზებული, უპრეცედენტო შემთხვევაა და მაუწყებლების ზედმეტი რეგულირება“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ კამპანია „ეს შენ გეხებამ“ მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან, გუშინ შეთანხმებას ვერ მიაღწია, რის გამოც, საკუთარი წინადადებების ინიცირების მიზნით, 30 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებს. რაც შეეხება ჯონ ბასის განცხადებას, მან აღნიშნა, რომ MUST CARRY-ს პრინციპის უკან დგას მიზანი, რომელიც მედიის ხელმისაწვდომობის პრობლემის დაძლევას გულისხმობს.

internet.ge

ოცნების გეგმა: თბილისის მერი - კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი - ღარიბაშვილი, "პენსიაზე" - კვირიკაშვილი
ლევან ყარამანიშვილი: მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% ტელეკომპანია „საქართველოში“, რომელიც არის რუსთავი 2-ის 51%-ის მესაკუთრე
"პატრიარქმა მთხოვა, არ დამეტოვებინა თანამდებობა, შევხვდი რამდენიმე დღის წინ... ვისაუბრეთ"
ლარი ისევ გაუფასურდა
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
‘’რუსთავი 2": კახა კალაძე მილანში ქართველ კანონიერ ქურდებს შეხვდა1
"ქართული ოცნების" დაკავებული წევრები სასამართლოში გადაიყვანეს2
მიმდინარე წლის ყველაზე პოპულარული და უცნაური სახელები გამოქვეყნდა3
ფანჯიკიძე: „ქართულ ოცნებაში“ კახი კალაძის როლი კიდევ უფრო გაიზრდება4
ფოტორეპორტაჟი: ამერიკელი სენატორები რთველში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X