GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრეზიდენტის განცხადებით, მმართველი გუნდი არჩევნებს მოიგებს
22:52 15.06.2012
დღის სიახლეები

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს მმართველი გუნდი მოიგებს და ამბობს, რომ პოლიტიკურ კორუფციას, ხმებისა და ამომრჩევლის მოსყიდვას არ დაუშვებენ, რადგან ქვეყნის მომავალი გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე მილიარდები.

როგორც ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის გახსნისას, პრეზიდენტმა განაცხადა, ხელისუფლება არ დაუშვებს, არჩევნებმა ან პოლიტიკურმა პროცესებმა ეკონომიკური განვითარება შეაჩეროს.

„გუშინ ვუყურებდი ‘’ქდმ"-ს და ისინი ყოველდღე ხალხს რაღაც ახალს პირდებიან, მაგრამ მათი დანაპირები რომ დავთვალე ლამის ყურმილი ავიღე და გიორგი თარგამაძეს დავურეკე, რომ მეთქვა, თქვენი დანაპირები უკვე 10 მილიარდიან თამასუქებს გადაცდათქო. დარწმუნებული, ვარ ამ არჩევნებს მოვიგებთ, მაგრამ მსგავსს არავის არაფერს ვპირდებით და გამოვდივართ იქიდან, რაც საქართველოს გააჩნია“, - დასძინა პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა გამოსვლისას, რუსეთისა და ქართულ პოლიტიკაში რუსული ფულის შემოდინებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კრემლის პირდაპირი მითითებით საქართველოში ძალიან დიდი რუსული ფული შემოდის და ადამიანი ძალიან ბრიყვი და ბრმა უნდა იყოს, რომ ვერ მიხვდეს რა ხდება.

„ამის მიუხედავად, ერთი პრობლემა აქვთ „ჩვენს მეგობარ ფულის გამომგზავნებს“ და მათ აქაურ წარმომადგენლებს. საქართველოში იყიდება რომელიმე დეგრადირებული პოლიტიკოსი ან დეკლასირებული, ამასთან, საქართველოში ყოველთვის იყო ხალხი, რომელიც ნებისმიერ ფულზე გაიყიდება და ეშმაკს სულს მიყიდის, მაგრამ საქარველოში არ იყიდება ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი. ეს არის სიამოვნება არაკორუმპირებული ქვეყნის.  შეგიძლია იყიდო წარსულის რომელიმე სახე, რომელმაც კრედიტი ვერ დააბრუნა და აღარ იცის ვის მიეყიდოს, მაგრამ ვერასდროს იყიდი ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს. არ დავუშვებთ, რომ ხმები, ამომრჩევლები და პოლიტიკური პროცესები იყიდებოდეს ერთ მილიარდად, ათ მილიარდად თუ ას მილიარდად, რადგან ქვეყნის მომავალი ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე მათი მილიარდები და ბევრად მეტი, ვიდრე იმ ადამიანების გაუფასურებული სინდისი, საკუთარი თავის პატივისცემა და ღირსება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„იმედიდან“ 36 თანამშრომელი გაათავისუფლეს1
ნოდარ ხადური აშშ-ს ხაზინის ტექნიკური მხარდაჭერის ოფისის წარმომადგენელს ანა გრინს შეხვდა2
ბანკმა “რესპუბლიკამ” სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია3
მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს ესაუბრა4
ფალიაშვილის #81-ში ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X