კოალიცია „ქართული ოცნების“ მორიგი აქცია დღეს, ოზურგეთში, 19:00 საათზე გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ავრცელებს.
მათი თქმით, მანიფესტაციის გამართვის შესახებ ნებართვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ოფიციალური წერილის სახით კოალიციას უკვე მიაწოდა.
ოზურგეთის
ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ბიძინა
ივანიშვილი სიტყვით მიმართავს.
დაგეგმილია
მაჟორიტარი დეპუტატების დასახელებაც.
კოალიციამ მსგავსი სახის მიტინგი 27
მაისს თბილისში და 10 ივნისს ქუთაისში გამართა.
internet.ge