GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აბრაამ მიხაილი: არავის ეგონოს, რომ ისრაელს ირანთან ომი სურს
18:03 18.06.2012
დღის სიახლეები

საქართველო–ისრაელის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ფრაქცია „შასის“ თავმჯდომარის, აბრაამ მიხაილის განცხადებით, არავის უნდა ეგონოს, რომ ისრაელს ირანთან ომი სურს.

ქნესეთის დელეგაციის წევრები დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.

როგორც ქართველ ჟურნალისტებს მიხაილმა განუცხადა, ისრაელი–ირანის კონფლიქტის საკითხი პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე  არ დასმულა.

მისი თქმით, ისრაელისთვის ირანის საკითხი მტკივნეულია  და ისრაელს მიაჩნია, რომ ფრთხილად უნდა მოიქცეს.

„არავის ეგონოს, რომ ისრაელის სახელმწიფოს ირანთან ომი და ძალის გამოიყენება სურს. ჩვენ გვინდა ჩვენმა სახელმწიფომ სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად მშვიდად იცხოვროს“, – აცხადებს მიხაილი.

რაც შეეხება ისრაელი–ირანის კონფლიქტში საქართველოს პოზიციას, მიხაილი ამბობს, რომ ქვეყნებს შორის ამ საკითხზე საუბარი სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს.  

„ვიცი, რომ საქართველოში ირანს თავისი საკონსულოები და წარმომადგენლები ჰყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო–ისრაელის პოზიციას არ იცავს და ამ საკითხს, ყურადღებას არ აქცევს“, – დასძინა მან.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვანო მერაბიშვილმა სამთავრობო საათზე სანაკოევზე ისაუბრა1
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა2
არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ინტელექტუალური თამაშის ფინალური ეტაპი გაიმართა3
ნატოს ელჩები საქართველოში შეხვედრებს განაგრძობენ4
გიგი უგულავამ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X