GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხიზრი ალდამოვი საქართველოს წინააღმდეგ რუსული სპეცსამსახურების ენით ალაპარაკდა
09:59 21.06.2012
დღის სიახლეები

იჩქერიის რესპუბლიკის ყოფილმა წარმომადგენელმა საქართველოში ხიზრი ალდამოვმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს შეხვდა და პატიება და ჩეჩნეთში დაბრუნების უფლება სთხოვა, გროზნოში პრესკონფერენცია გამართა და საქართველო ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ რუსული მედია და თავად ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

„სააკაშვილი და ქართული სპეცსამსახურები დგამენ ნაბიჯებს ე.წ. ახალი „იჩქერიის მთავრობის“ შესაქმნელად, რათა მოახდინონ რუსეთზე ზეწოლა და ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ტერორისტული დაჯგუფებების აქტივიზება,“ - განაცხადა ალდამოვმა.

მისივე თქმით, „ამ მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა ჩაატარა რიგი კონფიდენციალური შეხვედრები საფრანგეთში მცხოვრებ იჩქერიის პარლამენტის ექს-ხელმძღვანელთან ახიად იდიგოვთან, რომლის დროსაც შეათანხმა ხსენებული პროექტის დეტალები. იდიგოვი სააკაშვილის ანტირუსული პოლიტიკისადმი მხარდაჭერის დემონსტრირებას ახდენდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებთან ფართო კონტაქტების საშუალებით ის ეხმარებოდა ქართველ სახელმწიფო ჩინოვნიკებს და პირადად სააკაშვილს, საფრანგეთში არსებულ საერთაშორისო ინსტიტუტებში ანტირუსული ინტერესების ლობირებაში,“ - ამბობს კადიროვის მხრიდან პატიების მოლოდინში მყოფი ალდამოვი.

ის ამტკიცებს, ასევე, რომ იჩქერიის ახალი მთავრობა, რომელსაც თითქოსდა, სააკაშვილი აყალიბებს, „ჩართულია „პანკისურ ჯამაათში“, რომელიც აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ფინანსური დახმარებით ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტებს აწყობდა. ხოლო საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებდა ანტირუსული ტელეარხი „პირველი კავკასიური“. სხვათა შორის, ამ ტელევიზიის ერთ-ერთი გავლენიანი თანამშრომელია ალა დუდაევა - ჯოხარ დუდაევის ქვრივი,“ - ხაზი გასუვა ალდამოვმა.

ის ამბობს, რომ შეეცადა „პანკისური ჯამაათის“ წინააღმდეგ გამოსულიყო, მაგრამ მაშინვე მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღეს.

„მე მომწამლეს. ექიმებმა დააფიქსირეს სასმენი ნერვის დაზიანება, ნერვული სისტემის აშლილობა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის დარღვევა. მოცემული ფაქტი საჯარო გახდა. და ეს დამეხმარა, გადავრჩენილიყავი და ხელი შემეშალა დაინტერესებული პირებისთვის, მკვლელობის მცდელობა ბოლომდე მიეყვანათ. ოპერაცია ქართულმა სპეცსამსახურებმა საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის გია გაბუნიას ხელმძღვანელობით დაგეგმეს. მათ სურდათ, შემდგომში, მოწამვლის გამო რუსული მხარე დაედანაშაულებინათ,“ - განაცხადა ალდამოვმა.

მან შევარდნაძის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ქართველმა ხალხმა კარგად მიიღო, რომ შეხვდა პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომელიც თავის საქმიანობაში თავიდან ეხმარებოდა კიდეც, მაგრამ ალდამოვმა შევარდნაძეც ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლება შევარდნაძის ხელმძღვანელობით 90-იან წლებში იღებდა ბოევიკებს და ეხმარებოდა მათ რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებაში, - მათ შორის, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში“.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციამ ახალი ვირუსი აღმოაჩინა1
ლევან ბეჟაშვილი: ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აშანტაჟებენ2
გლდანის ციხესთან პატიმრების მშობლები იკრიბებიან3
ლევან ვარშალომიძემ მუსლიმებს ყურბან–ბაირამი მიულოცა4
პოლიციამ უსახლკარო მამაკაცს სცემა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X