GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქართული ოცნება“ პროგრამა „კარდაკარს“ იწყებს
14:09 22.06.2012
დღის სიახლეები

კოლიცია „ქართული ოცნება“ პროგრამა კარდაკარის დაწყებას აცხადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და კოალიციის ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადეს.

მათი თქმით, 24 ივლისიდან კარდაკარის პრინციპით კოალიციის პროექტი დაიწყება, რომლის მიზანი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას და მისი გაყალბების საწინააღმდეგო პრევენციის მიღებაა.

კარდაკარის პროექტს ზაქარია ქუცნაშვილი უხელმძღვანელებს.

ქუცნაშვილის ინფორმაციით, "კარდაკარი" მთელი საქართველოს მასშტაბით 63 ოლქში ერთდროულად დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მასში მონაწილეობას 10 ათასამდე აქტივისტი მიიღებს.

„ამ ადამიანებს, ‘’ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურები და მაიდენტიფიცირებელი სამკერდე ლოგოები ექნებათ, რაზეც სახელი, გვარი და პირადი ინფორმაცია ეწერება.

„ყველა საარჩევნო ოლქში კოალიციას უბნის პასპორტი გააჩნია, რომელშიც შეტანილია მონაცემები იმის მიხედვით, თუ სად არის რეგისტრირებული ესა თუ ის ადამიანი. აქტივისტები 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე ივლიან კარდაკარ“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ „კარდაკარის“ მიზნებზეც ისაუბრეს ესენია:

„ხმის უფლების მქონე პირების ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება, საზღვარგარეთ მყოფი პირების აღწერა, მოწვლადი ჯგუფების გამოვლენა, რომელშიც ის ადამიანები იგულისხმებიან, რომლებიც თანამდებობრივად თუ პროფესიულად ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული და ხელისუფლება საარჩევნოდ მათ გამოყენებას ცდილობს, ანუ საუბარია ადმინისტრაციულ რესურსზე. მოსალოდნელი აქტივობის დადგენა, ანუ სავარაუდოდ, რამდენი ადამიანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, განწყობის გაზომვა,  უმისამართო პირადობის მოწმობების აღწერა და დუბლირებული მისამართები, რადგან საქართველოში ქუჩებისთვის სახელწოდებების შეცვლა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეკითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა ქუცნაშვილი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უწყებათაშორის კომისიასთან, ‘’ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათ ამას კანონი ავალდებულებთ.

"ორგანული კანონით მათ მინიჭებული აქვთ უფლებები, კოალიცია ამ უფლებებს გამოიყენებს და სახელმწიფო კომისიას 1-ელი აგვისტოს ჩათვლით სიაში არსებული უზუსტობების აღმოფხვრის მიზნით მიმართავს".

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კოალიცია „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციებს იწყებს1
კახეთში რეაბილიტაციის დასრულების აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართება2
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 31 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს3
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს4
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამამ გაიმარჯვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X