GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ე.წ. Must carry-ზე მომზადებული კანონპროექტის ინიცირება დღეს მოხდება
10:39 26.06.2012
დღის სიახლეები

ე.წ. Must carry-ის პრინციპთან დაკავშირებით, მომზადებული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, უწყება კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს და პროექტს 29 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.

ბიუროს სხდომა დღეს, 15:45 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის პრინციპის შემოღების ინიციატივით, კამპანია „ეს შენ გეხება“ გამოვიდა. საკითხზე, თავდაპირველად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონსულტაციები პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილთან გამართეს, თუმცა უმრავლესობამ პროექტი არ მოიწონა, იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნებოდა. პარლამენტის უარის შემდეგ, კამპანიამ Must carry-ის პრინციპთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ინიცირების მიზნით, მოსახლეობაში 30 ათასი ხელმოწერის შეგროვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მოგვიანებით, დავით ბაქრაძე  ინიციატივით გამოვიდა, რომ ამ პრინციპს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ემოქმედა.

რაც შეეხება თავად მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის პრინციპს, ის საკაბელო კომპანიებს ავალდებულებს, ყველა ტელარხის ტრანსლირება მოახდინოს, ასევე ყველა ტელეარხი ვალდებული იქნება საკაბელო კომპანიებში ჩაერთოს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ემანუელას როლის შემსრულებელი კიბოთი გარდაიცვალა1
ე.წ. Must carry-ზე მომზადებული კანონპროექტის ინიცირება დღეს მოხდება2
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს3
აშშ გარდამავალ პერიოდში საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას და მიმდინარე პროცესებს მხარს უჭერს4
უბედური შემთხვევის შედეგად 39 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X