GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პარლამენტი ე.წ. Must carry-ის პრინციპზე იმსჯელებს
10:02 27.06.2012
დღის სიახლეები

საარჩევნო პერიოდში, ე.წ. Must carry-ის პრინციპის ამოქმედებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს, დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.

კომიტეტის სხდომაზე, პროექტის განხილვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მოხდება.

პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საკითხის პირველი მოსმენით განხილვა 28 ივნისის სხდომაზე მოხდება, ხოლო 29 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე უწყება ცვლილებებს დაამტკიცებს.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტით,  საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში.

პროექტით, აღნიშნული პუნქტის სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. კერძოდ, ამ შემთხვევაში, მაუწყებელს ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოეშვება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის პრინციპის შემოღების ინიციატივით, კამპანია „ეს შენ გეხება“ გამოვიდა. საკითხზე, თავდაპირველად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონსულტაციები პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილთან გამართეს, თუმცა უმრავლესობამ პროექტი არ მოიწონა, იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნებოდა. პარლამენტის უარის შემდეგ, კამპანიამ ე.წ. Must carry-ის პრინციპთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ინიცირების მიზნით, მოსახლეობაში 30 ათასი ხელმოწერის შეგროვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მოგვიანებით, დავით ბაქრაძე  ინიციატივით გამოვიდა, რომ ამ პრინციპს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ემოქმედა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ1
ხუხაშვილი: განათლების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა განიხილება2
მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტმა ახალი გუბერნატორები წარადგინა3
მარნეულის გამგეობაში მოქალაქეთა ჯგუფი შეიჭრა4
აქციის მონაწილეებმა ფილარმონიაში კონცერტის ჩაშლა სცადეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X