GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი ბარამიძე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
13:49 28.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი  ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, მთავრობის კანცელარიაში, ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძეს შეხვდა.

ბარამიძის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის შედეგები და სამიტზე მიღებული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს - ნატოს სამხედრო კომიტეტისა და მისი თავმჯდომარის გენერალ ბარტელსის დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას.

„საქართველო ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მყარი ნაბიჯებით მიიწევს წინ. ამის ნათელი მაგალითი იყო ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილებები და ასევე მნიშვნელოვანია ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველო- ნატოს ურთიერთობების განმტკიცებისათვის“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და აღინიშნა, რომ საქართველო ეფექტურად იყენებს ნატო-ში გაწევრიანებისათვის მთავარ ინსტრუმენტებს წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP)  და ნატო-საქართველოს კომისიას.

პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებული საშინაო და საგარეო გამოწვევებისა, ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე გაცხადებული  გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩიკაგოს სამიტზე. ამისათვის საჭიროა საქართველომ გააგრძელოს ყველა რეფორმა, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ისე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით, ჩაატაროს  დემოკრატიული არჩევნები და გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრობაციის სასწავლო ცენტრში გრძლევადიანი პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო1
ბრაზილიაში 74 ათასი ოჯახი ევაკუირებულია2
ივანიშვილი: თუ არჩევნების შედეგებს ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიები აღიარებენ, კოალიცია მიღებულ შედეგს არ გააპროტესტებს3
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა4
საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში თერთმეტი მსჯავრდებული მონაწილეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X