GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ანდერს ფოგ რასმუსენი: საქართველო ნატოსთვის მნიშნველოვანი პარტნიორია
13:32 03.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილო, ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.

 

შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ოფიციალური განცხადებები გააკეთეს და მედიის შეკითხვებს უპასუხეს.

 

ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში ბოლო დროს გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის, ურთიერთობის, ასევე, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ "მოდელი"ქვეყანაა.

 

რასმუსენმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ISAF-ის სამშვიდობო მისიაში საქართველოს წარმატებული მონაწილეობის შესახებ და განაცხადა, რომ საქართველო აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით ზრუნავს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ისე მსოფლიო უსაფრთხოების შექმნაზე.


"საქართველო ნატოსთვის მნიშნველოვანი პარტნიორია. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით, რომ საქარველო გახდება ნატოს წევრი. ეს გადაწყვეტილება მყარად რჩება ძალაში. ნება მიბოძეთ დავადასტურო , რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღირებულ საზღვრებში. ალიანსი არ სცნობს საქრთველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს," - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი. ასევე, ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში უცხოელი დამკვირვებლების ჩართულობაზე.

 

ამ წუთებში კი, ნატოს გენერალურ შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
ნესტან კირთაძე ბრიუსელში აფხაზებთან და ოსებთან დაახლოების საკუთარ გეგმაზე მუშაობს2
ირაკლი სესიაშვილი: სარეზერვო სისტემის ძირეული რეფორმირება მოხდება3
ლევან ვარშალომიძის შემცვლელად არჩილ ხაბაძის კანდიდატურა განიხილება4
500 კილოგრამიანი ქალი ციხეს გადაურჩა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X