GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქართული ოცნება“ უწყებათაშორის კომისიას აქციის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას სთხოვს
13:44 29.06.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნება“ მათ მიერ 1 ივლისს  მცხეთაში დაგეგმილი აქციის დროს სათანადო განმასხვავებელი ნიშნებით აღჭურვილი პოლიციის თანამშრომლების ჩართვას ითხოვს, რომლებიც აქციის ორგანიზატორებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მოქალაქეების უსაფრთხოებას და ტრანსპორტის მოძრაობის და პარკირების ადეკვატურ რეგულირებას.  ამის შესახებ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების ავტორების თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დღემდე ორგანიზებული მასობრივი აქციების (თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში) დროს არც ღონისძიებისთვის გამოყოფილ ადგილებში და არც მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები საერთოდ არ გამოჩენილან.

მათივე თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოები არათუ არ იღებენ დამატებით ზომებს ათეულობით ათასი მოქალაქის შეკრების და მსვლელობის დროს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ უარს ამბობენ "პოლიციის შესახებ" კანონით მათზე დაკისრებული ყოველდღიური ფუნქციების შესრულებაზეც.  

„პოლიციის ორგანოების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო აღრმავებს ისედაც უკიდურესად გამწვავებულ პრობლემას - სახელმწიფო ხელისუფლებით აღჭურვილი პირების მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენებას მმართველი პარტიის პოლიტიკური მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მიმართ. აღნიშნული პრობლემა მძიმდება იმითაც, რომ ფორმიანი პოლიციელების მიერ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული შეხვედრების ადგილების მიტოვების პარალელურად აქტიურობენ სხვადასხვა ძალოვანი უწყებების სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები (მაგალითად, ორიოდე დღის წინ სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტი).   

უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა სწორედ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად დარღვევების პრევენციისა და ეფექტური აღმოფხვრისათვის. ამიტომ, მოგმართავთ, მიიღოთ სათანადო ზომები, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა განუხრელად შეასრულონ კანონით მათზე დაკისრებული ფუნქციები. კერძოდ, ველით, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ 1 ივლისს ქ. მცხეთაში დაგეგმილი მასობრივი მშვიდობიანი ღონისძიების ჩატარების დროს სათანადო განმასხვავებელი ნიშნებით აღჭურვილი პოლიციის თანამშრომლები აქციის ორგანიზატორებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მოქალაქეების უსაფრთხოებას და ტრანსპორტის მოძრაობის და პარკირების ადეკვატურ რეგულირებას.  სათანადო განაცხადით ჩვენ მივმართეთ ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტსაც“,- ნათქვამია განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ქართული ოცნება“ უწყებათაშორის კომისიას აქციის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას სთხოვს1
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?2
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ3
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები4
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X