GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბაქრაძე: Must carry-ს ვადის ამოწურვის შემდეგ საზოგადოება საინფორმაციო ვაკუუმში არ აღმოჩნდება
14:47 29.06.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, ე.წ. Must carry-ს პრინციპის ვადის ამოწურვის შემდეგ საზოგადოება საინფორმაციო ვაკუუმში არ აღმოჩნდება.

როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, მაუწყებლების სავალდებულო ტანზიტთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვისას, ბაქრაძემ განაცხადა, უმცირესობას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როდესაც საუბარია, რომ უცებ, ერთ დღეს ინფორმაციის მიღების წყარო გაითიშება.

სპიკერი ოპოზიციას მოუწოდებს მხოლოდ ნეგატივზე ნუ ფოკუსირებენ.

„მეგობრებო,საზოგადოებას შეცდომაში ნუ შევიყვანთ. არსად არაფერი არ მოხდება ისე, რომ თითქოს უცებ ჩვენი საზოგადოება საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩნდება. ყველა სატელევიზიო არხი დარჩება ისე, როგორც არის დღეს. უბრალოდ წინასაარჩევნო სპეციფიურ პერიოდში,  ჩვენ სატელევიზიო არხებსა და საკაბელოებს დამატებით ვალდებულებას ვაკისრებთ, რომელიც ხშირ შემთხვევაში  მათ კომერციულ და საბაზრო ინტერესს ეწინააღმდეგება. დამეთანხმებით, რომ ეს ვერ მოხდება მუდმივ რეჟიმში. მაშინ ეს  იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში კომერციულ საქმიანობაში უხეშად ერევა. ეს ვალდებულება არის ძალიან მაღალი ხარისხის. იგივე, აშშ-ში მაგალითად, ეს მოდელი მოქმედებს მხოლოდ მაუწყებლებზე, რომლებსაც აქვთ სიხშირული ლიცენზია და ჩვენ რომ ამერიკული სტანდარტი მიგვეღო, რომელიც ზოგადად ყველაზე მაღალ სტანდარტად ითვლება, ბევრი ის სატელევიზიო არხი, რომელსაც დღეს არ აქვს სიხშირული ლიცენზია და სატელიტური ლიცენზიით მოქმედებს,  ამ პრინციპის მიღმა დარჩებოდა“, – დასძინა მან.

მაუწყებლების სავალდებულო ტანზიტთან დაკავშირებული პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცესკო-სთან ჟურნალისტები საპროტესო აქციას მართავენ1
ქუთაისის #2 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა2
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი განცხადებას ავრცელებს3
ლევან ბერძენიშვილი: შაშკინი საქართველოდან გაიქცა4
მაღაროელებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X