GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მაია ფანჯიკიძე: სიაში ქალი კანდიდატების ჩასასმელად არავის რჩევის გათვალისწინება არ გვჭირდება
12:48 02.07.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე, დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული ინსტიტუტის  (NDI) საარჩევნო მისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს შეეხო.

„ინტერნეტ.ჯი“-ს შეკითხვაზე, „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს თუ არა მისიის ანგარიშში გამოქვეყნებულ რეკომენდაციას, რომელიც ქალი კანდიდატების რაოდენობის გაზრდას გულისხმობს, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მათ არავის რჩევის გათვალისწინება არ სჭირდებათ.

„მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნურად უნდა შეივსოს სიები ქალი კანდიდატებით. კოალიციაში არის ბევრი ქალბატონი და არ ვაპირებთ ეს ხელოვნურად გავზარდოთ. რაც შეეხება იმას, რომ ამ დროისთვის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატები მეტწილად მამაკაცები არიან, შეიძლება იმის ბრალია, რომ ჯერ ბოლომდე არ გახმაურებულა კანდიდატების ვინაობა. შესაძლოა ამ დროისთვის ისე დაემთხვა, რომ მხოლოდ მამაკაცების კანდიდატურები გახდა ცნობილი“-აღნიშნა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს დემოკრატიული ინსტიტუტის საარჩევნო მისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც პოლიტიკური პარტიებს რეკომენდაციით მიმართა,  გამოიყენონ საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, რომელიც პარტიაში ქალი კანდიდატების რაოდენობის გაზრდით, დამატებითი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას გულისხმობს.  

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
81 წლის პენსიონერმა ავადმყოფ ქალიშვილს სამი ტყვია ესროლა1
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგება დაიწყო2
რუსეთი და ყაზახეთი ანტისაჰაერო თავდაცვის ერთიან ზონას ქმნიან3
პროკურატურაში „ქომაგთან“ დაკავშირებული პირების მოწმის სტატუსით დაკითხვა მიმდინარეობს4
სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ აგვისტოს ომში დაღუპულთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებიც მიიღებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X