GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თოიძე: სამსახურიდან გათავისუფლებულთათვის სოციალური დაცვის გარანტიები უნდა შეიქმნას
12:53 02.07.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის ჯანმრთელების საკითხთა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ თოიძის შეფასებით, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის  პირველი რიგის ამოცანა იმ სფეროების აღრიცხვა იქნება, სადაც დაუსაქმებელთა პროცენტული მაჩვენებელი მაღალია.

როგორც ჟურნალისტებს თოიძემ განუცხადა, სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოქალაქეებს პროფესიის გათვალისწინებით, სამსახურის მოძიებაში ხელს შეუწყობს.

„აპარატი ადამიანებს არა მხოლოდ პროფესიული უნარების მიხედვით, არამედ ზოგადად სამსახურის მოძიებაშიც დახმარება. არ ვიცი, შრომის ბირჟის სახეს მიიღებს თუ არა, მაგრამ პირველ რიგში, საჭიროა უმუშევართა აღრიცხვა. ასევე, ის პრობლემები უნდა აღირიცხოს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება. საქართველოში ბევრი ადამიანია,  რომელსაც სხვადასხვა სპეციალობებში განათლება  მიღებული აქვს, მაგრამ მათი შესაბამისი პროფესიები ამდენი ხალხის დასაქმებას არ მოითხოვენ. ამიტომ, ასეთი ხალხი, სოციალურ დახმარებებსა და გარანტიებსაც საჭიროებს“, – დასძინა მან.

დეპუტატის მოსაზრებით, სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანებისთვის სხვა სოციალური დაცვის გარანტიები უნდა შეიქმნას.

„აქამდე დასაქმების საკითხი კონკრეტულად არც ერთი სამინისტროს ფუნქციაში არ შედიოდა. დასაქმების საკითხს ადგილობრივი ხელისუფლება აგვარებდა და დასაქმების პროგრამები არსებობდა. თუმცა, მას ერთიანი სახელმწიფო პროგრამა არ აერთიანებდა, ამიტომ კამპანიური ხასიათი ჰქონდა. ზოგმა მათგანმა მიზანს მიაღწია, მაგრამ გრძელვადიანი არც ერთი არ იყო“, – განაცხადა კანონმდებელმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს1
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილთან შეხვედრაზე განხილულ საკითხს ახმოვანებს (VIDEO)2
ღარიბაშვილი დაცვის პოლიციის თანაშრომლებს უწყებაში დაბრუნების პირობას აძლევს3
ცხინვალი ცოცხალი სამხედრო ძალისა და ჯავშანტექნიკის მობილიზებაზე საუბრობს4
დედამ 14 წლის შვილი სასიკვდილოდ დაჭრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X