Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობასა და პროგრამას წარუდგენს
08:54 03.07.2012
დღის სიახლეები

დღეს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ვანო მერაბიშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს ელიან.

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ვანო მერაბიშვილი ნდობის გამოსაცხადებლად განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასა და ახალ სამთავრობო  პროგრამას წარადგენს. მოგვიანებით კი, დღის მეორე ნახევარში, საპარლამენტო ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობის”, „ქრისტიან-დემოკრატებისა” და „ერთობა სამართლიაბისთვის“ წევრებს შეხვდება.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მათ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ძალიან ბევრი შეკითხვა ექნებათ.

ბიუროს სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ, მიმდინარე კვირას, საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რის შემდეგაც პარასკევის რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატები ახალ მინისტრთა შემადგენლობასა და პროგრამას დაამტკიცებენ.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები უნდა დაინიშნონ ნდობის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში. ამასთან, პარლამენტი უფლებამოსილია ნდობა არ გამოუცხადოს მთავრობის შემადგენლობას და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას მთავრობის ცალკეული წევრის აცილების საკითხი. პრეზიდენტის მიერ აცილების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების გაზიარების შემთხვევაში დაუშვებელია აცილებული პირის მთავრობის იმავე შემადგენლობაში დანიშვნა მთავრობის გათავისუფლებული ან გადამდგარი წევრის ნაცვლად.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, პრემიერ–მინისტრის თანანმდებობაზე ნიკა გილაური შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, გასული კვირის შაბათს შეცვალა. ამასთან, დასაქმების მინისტრის აპარატი შეიქმნა, რომელსაც ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე უხელმძღვანელებს.

პარლამენტმა საგაზაფხულო სესია 29 ივნისს რიგგარეშე სხდომით დახურა, მაგრამ სამთავრობო ცვლილებების დასამტკიცებლად მუშაობას ისევ რიგგარეშე ფორმატში განაგრძობს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საბურთალოს რამოდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდა1
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ნიკა მელია, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს2
ეკა ბესელია: ნიგვზიანში მუსულმანებს ლოცვის გაგრძელების საშუალება მიეცემათ3
შს სამინისტრო საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს4
ფოთსა და ზუგდიდში დევნილები კერძო საკუთრებაში შეიჭრნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X