GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მთავრობის ახალ პროგრამაში პრიორიტეტული საკითხები დასაქმება და უმუშევრობის დაძლევაა
12:58 03.07.2012
დღის სიახლეები

მთავრობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში საპროგრამო მიზნების მისაღწევად პენსიების დაფინანსებისთვის 6 მილიარდი ლარის გამოყოფას აპირებს. ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით - 3 მილიარდი ლარი, სოციალური დახმარებებისთვის ასევე 3 მილიარდი გამოიყოფა. სოფლის მხადაჭერას მოხმარდება 4 მილიარდი, ამავე რაოდენობის თანხა დაიხარჯება განათლების დაფინანსებისთვის.

პარლამენტში წარდგენილია 7 გვერდიანი სამთავრობო პროგრამა, რომელშიც საუბარია იმ პრიორიტეტებზე, რომლის განხორციელებასაც მთავრობა გეგმავს.

პროგრამაში „მეტი სარგებელი ხალხს“ აღნიშნულია, რომ უმთავრესი საკითხი საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეთა დასაქმება და უმუშევრობის დაძლევაა.

„საქართველოს მთავრობის მიზანია შექმნას ყველა წინაპირობა წარმატებული, მდიდარი და ერთიანი საქართველოსთვის, მუდმივად იზრუნოს იმაზე, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრებისა და კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობა“,- აღნიშნულია პროგრამაში.

პროგრამაში ნათქვამია, რომ უმუშევრობის პრობლემების მოგვარების მიზნით დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პროფესიული გადამზადების სისტემის დახვეწას.

„მოზიდული იქნება 4 მილიარდზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, რაც დამატებით დაახლოებით 80 ათასი სამუშაო ადგილს ნიშნავს. ტურისტების რაოდენობა 7 მილიონამდე გაიზრდება, რაც 140 ათას სამუშაო ადგილს შექმნის, დაიგება ხუთიათასი კილომეტრის გზა- რაც 40 ათასი სტაბილურად დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს. ასევე, გაგრძელდება 15 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და 13 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ვიდრე გარდატეხა მოხდება უმუშევრობის პრობლემის დაძლევის საკითხში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა და თანადგომა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა ოჯახმა. ძლიერი ოჯახი - ძლიერი საქართველოა“,- ნათქვამია პროგრამაში.

ამასთან, პროგრამაში საუბარია 1000 ლარიან ვაუჩერზე, რომელიც თითოეულ ოჯახს 4 წლის განავლობაში გადაეცემა.

ასევე, პროგრამაში ნათქვამია, რომ გაგრძლედება დევნილთა დახმარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონულ ცენტრში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდება.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისის მერია სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს1
ილია მეორე: იმედი მაქვს, ხელისუფლების ნებით პატიმრები თავისუფლები იქნებიან2
გოგა გრიგალაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა3
სახალხო დამცველი პროკურატურას მიმართავს4
“ახალი მემარჯვენეები" პატიმართა ფართომასშტაბიან ამნისტიას ითხოვენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X