GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმი მსოფლიო ტურიზმის ცენტრი იქნება
18:26 03.07.2012
დღის სიახლეები
ბათუმში დღეიდან სტუმრების მიღებას კიდევ ორი ახალი სასტუმრო შეძლებს. სასტუმროები „AISI“ და „World Palace“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და აჭარის არ.მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ გახსნეს.
 
გრიბოედოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე სასტუმრო „AISI“ მშენებლობისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯა და იგი ქართული ინვესტიციით აშენდა. ცამეტსართულიან სასტუმროში 37 ნომერია, სადაც რესტორანი, ფიტნეს კლუბი, ბილიარდი, და საუნა მოქმედებს. „AISI“– ში 23 ადამიანია დასაქმებული. 

მეორე სასტუმრო, რომელმაც დღესვე პირველ სტუმრებს უმასპინძლა ძველ ბათუმში, ქუთაისისა და მელაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. ყოფილი საზღვაო ადმინისტრაციის შენობას რეაბილიტაცია თურქული ინვესტიციით ჩაუტარდა, რომლის ღირებულებამ 6 მილიონი ლარი შეადგინა. „World Palace“ – ში 30 ნომერია. სასტუმროში ლაუნჯი „ბლექ ბუდაბარი“ და სპა–სალონიც ფუნქციონირებს. 

"ნახევარი მილიონი მდიდარი ტურისტი შემოვა ბათუმში, ეს მოედანი იქნება მსოფლიო ტურიზმის ცენტრი," - განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში ვიზიტისას.

‘’ადრე სასტუმროები მხოლოდ ბათუმის წინა ხაზზე იხსნებოდა, ახლა ყველგან უამრავი სასტუმრო იხსნება ადგილობრივების მიერ, აქ ყველაფერი ქართველების მიერაა გაკეთებული, ეს მნიშვნნელოვანია, რადგან ჩვენ განვითარება შემოგვაქვს შიგნიდან.

ადრე ქვაფენილები თურქეთიდან შემოდიოდა, ახლა უკრაინელებს ქობულეთში ავაშენებინეთ ქარხანა და ქვაფენილიც აქ იწარმოება. სასტუმრო, რომელიც დღეს გავხსენი კრედიტით აშენდა, მაგრამ მისი მეპატრონე კრედიტის ფულს მაქსიმუმ ორ წელიწადში ამოიღებს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვანო მერაბიშვილმა სამთავრობო საათზე სანაკოევზე ისაუბრა1
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა2
არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ინტელექტუალური თამაშის ფინალური ეტაპი გაიმართა3
ნატოს ელჩები საქართველოში შეხვედრებს განაგრძობენ4
გიგი უგულავამ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X