ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ კომენტარი მთავრობაში
განხოციელებულ ცვლილებებზე გააკეთა.
მისი თქმით, ცვლილებები ისეთ დიდ ინტერესს არ იმსახურებს, როგორც მას
მოჰყვა.
„შიშის ფაქტორია, რომ ასე უცაბედად განახორციელა ხელისუფლებამ
ცვლილებები. მათ შექმნეს აბსურდული სამინისტრო. თავად იდეებსა და პროგრამას კი რაც
შეეხება ეს არის პლაგიატობა, რადგან ისინი ივანიშვილის პროგრამას იპარავენ“,-
განაცხადა ფანჯიკიძემ.
პრესსპიკერმა ასევე კომენტარი სალომე ზურაბიშვილის საქართველოში
დაბრუნებაზეც გააკეთა.
„სალომე ზურაბიშვილისა და
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა იგეგმება, თუმცა როდის და სად გაიმართება ეს
ჯერ უცნობია. ჩვენ მასთან თანამშრომლობის სურვილს გამოვთქვამთ“,- დასძინა პრესსპიკერმა.
მაია ფანჯიკიძე კოალიციასა და ნინო ბურჯანაძის ურთიერთობასაც
გამოეხმაურა. მისი თქმით, ბურჯანაძის პარტიასთან თანამშრომლობა არც წარსულში
ყოფილა და არც მომავალში იგეგმება.
„სახალხო კრების" ცალკეულ წევრებთან თანამშრომლობის შესახებ ჩვენ
არაერთი განცხადება გავაკეთეთ და დავადასტურეთ ყველა წევრის დიდი პატივისცემა.
ლუკა კურტანაძესთან ურთიერთობას რაც შეეხება, ის არის ჩემთვის, ჩემს აღქმაში, ‘’სახალხო
კრების" წევრი“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
internet.ge