GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი ბარამიძე გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
16:40 17.07.2012
დღის სიახლეები

რომში, სტრატეგიული გადაწყვეტილების კვლევის ცენტრის ორგანიზებით გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე 29-ე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. საქართველოდან სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას  ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე იღებს.

კონფერენციაზე გიორგი ბარამიძემ სიტყვით გამოსვლისას,  აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები განიხილა და აღნიშნა, რომ ომის წარმოების ისტორიაში პირველად 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს კონვენციური ომის მეთოდების პარალელურად, რუსეთმა გამოიყენა კიბერ ომის წარმოების მეთოდები.

 

ვიცე პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო კიბერ უსაფრთხოების საკითხებზე აქტიურად თანაშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ამასთანავე, ეროვნულ დონეზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კიბერ სივრცის უსაფრთხოების კუთხით.

გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და აღნიშნა, რომ რუსეთი ნაცვლად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა, კვლავ აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას. გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტი დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე, რათა აიძულოს რუსეთი გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ვიცე პრემიერ-მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დასასრულს განაცხადა, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს ქვეყნის დემოკრატიულ, თანამედროვე სახელმწიფოდ ტრანსფორმაციას და თანმიმდევრულად მიიწევს წინ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, რისი ნათელი დადასტურებაც იყო ნატო-ს ჩიკაგოს სამიტი.

კონფერენციას პატრონაჟს უწევენ იტალიის პრეზიდენტი ჯორჯიო ნაპოლიტანო და იტალიის თავდაცვის მინისტრი ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლა. კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს მასშტაბით მოწვეული მინისტრები და პარლამენტის წევრები.

 

Internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს1
გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას პატრიარქის ეპისტოლეზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს2
წიკლაური: როგორ შეიძლება ასეთი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანს ქვეყანა ვანდოთ?3
თაქთაქიშვილი: ივანიშვილის მოთხოვნები გვაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი არჩევნების შემდგომ არეულობის გამოწვევა4
პარლამენტში სრულიად ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X