GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ძასოხოვი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა შეუქცევადია
16:58 23.07.2012
დღის სიახლეები

რუსეთში „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის ყოფილი წევრი, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი ცხინვალში ჩავიდა და აცხადებს, რომ არასოდეს გაუკეთებია განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ.

„ვერასოდეს დამიმტკიცებთ, რომ მე მეთქვას „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყვნენ. შესაძლოა, მე ვლაპარაკობდი იმაზე, რომ ისინი მონახავენ რაიმე პოლიტიკურ კონფიგურაციას ერთობლივი თანაარსებობისას... მე ვამბობდი და ახლაც ვადასტურებ: ჩვენი სახელმწიფოებრიობა  - ეს, შეუქცევადი პროცესია და ჩვენ უნდა ვისწრაფოთ ამისკენ და უნდა განვვითარდეთ ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ძასოხოვმა.

კითხვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ის აქტიურად უჭერს მხარს ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“, ხედავს თუ არა ის მომავალში საკუთარ თავს ამ ადამიანის გვერდით, ძასოხოვმა აღნიშნა, რომ ის ხალხის ნებას უჭერს მხარს

„თუ ხალხს სურს გააკეთოს თავისი ლეგიტიმური არჩევანი ოქტომბრის არჩევნებში, ამ არჩევანს ხალხი გააკეთებს. დღეისათვის კი ჩემი აზრი და ხალხის უმრავლესობის აზრი, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგია, ემთხვევა“.

გოჩა ძასოხოვი საქართველოში ფულის გათეთრებაშია ბრალდებული. მან 2008 წელს მოსკოვს შეაფარა თავი, რის შემდეგაც რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი და კრემლთან დაახლოებული პირი გახდა. ზასოხოვი იმთავითვე გამოეხმაურა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას და მისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

ახლა კი ცხინვალში მყოფი „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი ამბობს, რომ „ვინც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პატრიოტად თვლის თავს, სახელმწიფოებრიობის მშენებლობას მხარში უნდა ამოუდგნენ, საქართველომ კი, თუკი მას სურს სწორი მოთამაშე იყოს გეოპოლიტიკურ სივრცეში, პირველ რიგში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს“.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პაატა დავითაია: აფხაზური და ოსური პასპორტების აღიარება დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია1
ჯეიმს აპატურაი: ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს2
„ადამიანი ხე“ განკურნების მოლოდინშია3
ინტერვენციული ცენტრი ‘’მე-9 არხის" მიერ გავრცელებულ უბედურ შემთხვევაზე ინფორმაციას არ ფლობს4
პირველი ლედი ჭიათურის რეგიონალური საავადმყოფოს მუშაობის პროცესით დაინტერესდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X