GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
“ახალი მემარჯვენეები” საკომპენსაციო თანხის ინდივიდუალურად განსაზღვრას ითხოვენ
12:59 25.07.2012
დღის სიახლეები

„ახალი მემარჯვენეები“ კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების სამთავრობო ინიციატივებს არასაკმარისად აფასებენ და თვლიან, რომ თითოეული დაზარალებული ოჯახისთვის ზარალის და საკომპენსაციო თანხის ოდენობა ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის და ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის ლევან კალანდაძის განცხადებით, ხელისუფლება აქცენტებს მხოლოდ დაზარალებულ კახეთის რეგიონზე აკეთებს და არც კი საუბრობს მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გაწევაზე.

„ახალი მემარჯვენეებისთვის“ ყოვლად მიუღებელია ყველა დაზარალებულის გათანაბრება და ხელისუფლების მხრიდან დამდგარი ზარალებისადმი ე.წ. უნიფიცირებული მიდგომა და აქედან გამომდინარე, პრემიერის ინიციატივა, რომელიც გლეხებისთვის 300-დან 1500 ლარამდე საკომპენსაციო თანხის გაცემას ითვალისწინებს. ეს არ არის საკმარისი. საჭიროა თითოეული დაზარალებული ოჯახისთვის ზარალის და შესაბამისად, საკომპენსაციო თანხის ოდენობა ინდივიდუალურად განისაზღვროს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებული ოჯახებისთვის გასაწევი ფულადი დახმარების მოცულობა შეესაბამებოდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ კონკრეტული ოჯახისთვის მიყენებულ ზარალს“,- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან კალანდაძემ.

„ახალი მემარჯვენეები“ მიმართავენ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს, უზრუნველყოს ფულადი დახმარებების გაცემის სამართლიანობის პრინციპი, ანუ შემუშავდეს თითოეული დაზარალებული ოჯახისათვის ზარალის ინდივიდუალური შეფასების, დადგენის და ანაზღაურების მექანიზმი. მთავრობამ და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბმა, ისევე როგორც კახეთის რეგიონში, ასევე მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთშიც უზრუნველყოს დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ინდივიდუალური დადგენის და საკომპენსაციო თანხების გაცემასთან დაკავშირებული სამუშაოების დროული ჩატარება.

ასევე მემარჯვენეები მოითხოვენ, დაიწყოს სეტყვის საწინააღმდეგო პრევენციული და პროფილაქტიკური სისტემების დანერგვა და დროული ამოქმედება. შემუშავდეს ქვეყანაში „აგრო-დაზღვევის განვითარების სპეციალური სამთავრობო გეგმა“ და შესაბამისი პროგრამა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ახალი საფოსტო მარკები: მესტია, ბაკურიანი, გუდაური ...1
მატარებელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა2
უმცირესობა კახი კალაძეს პარლამენტში იბარებს3
იუსტიციის სამინისტრო ბაჩო ახალაიას პროკურატურაში ყოფნის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს4
აფხაზეთში რუსეთის ბაზა 500 ტანკისტითა და არტილერისტით გაძლიერდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X