GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სოხუმი ალასანიას განცხადებას ისევ იყენებს
10:35 06.04.2012
დღის სიახლეები

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ხინთიბა აცხადებს, რომ სოხუმი ყველაფერს იღონებს, რათა ქართული პროექტი - „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, ჩავარდეს.

აფხაზური სააგენტო „აპსნიპრესის“ ჟურნალისტი ხინთიბას იმ აფხაზებზე ეკითხებოდა, რომლებიც სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიან. ხინთიბა თავს იმშვიდებს და ამბობს, რომ ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს და თანაც დასძენს, რომ სამედიცინო დახმარება ჰუმანიტარული საკითხია და ის პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ყველაფერს იღონებენ, რათა ეს პროექტი ჩავარდეს:
„არ დავმალავ, რომ აქ იმალება გარკვეული პოლიტიკური საფრთხე, რამდენადაც ჩვენთვის დაუშვებელია, რომ ამ სტრატეგიას ჰქონდეს მინიმალური, თუნდაც ვირტუალური მოქმედების ნიშნები საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ქართული ინიციატივა ჩავარდეს. ხოლო რაც შეეხება მკურნალობას, უკვე არცთუ შორეულ მომავალში, აფხაზეთში შეიქმნება ყველა პირობა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისა“ - განაცხადა ხინთიბამ.

ინტერვიუს დროს, ხინთიბამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ირაკლი ალასანიას ცნობილი განცხადება შეიარაღებული ფორმირებების შესახებ და ის იმის საარგუმენტაციოდ გამოიყენა, რომ ქართულ მხარეს არ სურს კონფლიქტის მოგვარება. ჟურნალისტის კითხვას - „ვართ თუ არა მზად საქართველოსთან დიალოგისთვის და რა საკითხებზე“ - ხინთიბამ უპასუხა, რომ „ინფორმაცია ზუგდიდის რაიონში არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების შექმნის შესახებ, იმ ფონზე, როცა საქართველოს არ სურს ხელი მოაწეროს ჩვენთან შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობაზე, არ უწყობს ხელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებას და რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას“.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
ბენ ლადენის ცოლები საუდის არაბეთმა შეიფარა2
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს3
დავით ნარმანია საშემოდგომო გაწვევის პროცესს დაესწრო4
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X