GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სანდრო ბრეგაძე: მინდა მჯეროდეს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ სისტემის შესაცვლელად იბრძვის
16:02 27.07.2012
დღის სიახლეები

მოძრაობა „ეროვნულების“ წევრი სანდრო ბრეგაძე „რესპუბლიკურ პარტიას“ კოალიციისთვის საზიანო განცხადებების გაკეთებაში სდებს ბრალს.

ბრეგაძის თქმით, „რესპუბლიკელები“ აკრიტიკებენ ქვეყნის პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რაც უარყოფითად მოქმედებს „ქართული ოცნების“ რეიტინგზე.

„თუკი, ვინმე ლანძღავს ან აგინებს გარდაცვლილ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, ეს უარყოფითად აისახება კოალიციაზე არჩევნების დროს. სამეგრელოს მოსახლეობის 80% ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების მომხრეა. ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები „რესპუბლიკელებთან“, მაგრამ არჩევნებამდე ასეთი განცხადებებისგან ამ პარტიამ თავი უნდა შეიკავოს. როდესაც „რესპუბლიკური“ პარტიის წევრები აუგს ამბობენ ზვიად გამსახურდიაზე, ბუნებრივია ეს კოალიციის რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედებს. მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიისა, მე არასდროს მითქვამს, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ არ უნდა იარსებოს. პირიქით, უნდა იარსებოს ამ პარტიამ და დანარჩენმა ოპოზიციურმა სპექტრმაც. შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს ვის დაუჭერს მხარს,“-ამბობს ბრეგაძე.

ამასთან, „ეროვნულების“ წევრი იმედს იტოვებს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ნამდვილად სისტემის შესაცვლელად იბრძვის და არა „ქართული ოცნების“ რეიტინგის დასაწევად.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სასამართლომ ლევან გაჩეჩილაძის შვილისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე განცხადება გაავრცელა1
პარლამენტმა ახალ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა2
ბიძინა ივანიშვილმა გატაცებული ძმის გამოსასყიდი თანხა არ გადაიხადა (VIDEO)3
"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის" განცხადება მუქარის ფაქტების შესახებ4
ცესკოში სადავო უბნების შესახებ დისკუსია დღეს განახლდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X