GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პუბლიცისტი გიგა ლიპარტელიანი ბიძინა ივანიშვილს კანონიერი ქურდის მკვლელობაში ადანაშაულებს
14:20 30.07.2012
დღის სიახლეები

„სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს“- ამ სათაურით გამოსცა სკანდალური წიგნი პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა გიგა ლიპარტელიანმა. როგორც პუბლიცისტმა „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, 160 გვერდიანი წიგნი სახავს  კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის  ბიძინა ივანიშვილის შავ-ბნელ საქმეებს.

ამასთან, ლიპარტელიანის თქმით, წიგნში ფაქტებით არის დასაბუთებული ბრალდება, რომ ივანიშვილი რუსეთში “საბჭოთა კავშირის რეცეპტითაა დამზადებული”.

სააგენტოსთან საუბარში ლიპარტელიანმა ივანიშვილი ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

„1994 წელს ქართველი კანონიერი ქურდის ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან და მის ბიზნესებთან რუსეთის ფედერაციაში. როცა კანინიერი ქურდი მოკლეს, ბიძინა ივანიშვილი ორი წლით იკარგება და უფრო მეტი კაპიტალით შემოდის რუსულ ბაზარზე. რაც ბადებს ძალიან დიდ ეჭვებს“,- განაცხადა წიგნის ავტორმა.

ამასთან, პუბლიცისტი ივანიშვილს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი კანონის შემოღებას სთხოვს, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფულით მართული ძალები ხელისუფლებაში მოსვლას ვერ შეძლებენ.

„პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც ის არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დაფინანსებას რუსეთიდან მიიღებენ, საქმიანობა საერთოდ აეკრძალოთ,“ - ამბობს ლიპარტელიანი.

 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ემბრიონების სკანდალში ვერსია გაჩნდა: ისინი ცდებისთვის მოიპარეს1
კისლოვოდსკში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს2
20 წლის ახალგაზრდამ მართვის მოწმობის ჩამორთმევის გამო თავი მოიკლა3
გენერალ დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენეს4
იტალიაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X