მართველი გუნდის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მისი „ნაციონალური
მოძრაობის“ პრესსპიკერად დანიშვნის ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს.
„აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, მოდით დაველოდოთ მოვლენების
განვითარებას“,- განუცხადა „ინტერნეტ.ჯი“-ს თაქთაქიშვილმა.
მართველი პარტიის წევრი საპარლამენტო არჩევნების საკითხსაც შეეხო და
განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ
არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს.
„ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველო
დემოკრატიული თვალსაზრისით ვითარდება, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი
არჩევნები ჩატარდება. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ ეს
გამოცდაც წარმატებით ჩააბაროს“,- განაცხადა თაქთაქიშვილმა.
რაც შეეხება, მისი სპიკერის კანდიდატად დასახელებას, აღნიშნულ
ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
Internet.ge