Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მოსკოვი საქართველოში „საღი აზრის“ გამარჯვების მოლოდინშია
15:19 08.08.2012
დღის სიახლეები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 2008 წლის აგვისტოს ომის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი კვლავაც გააგრძელებს ცხინვალის რეგიონის მხარდაჭერას, რომელსაც, მისი თქმით, უკვე აქვს „სახელმწიფოებრიობისათვის საჭირო ყველა ატრიბუტი“.

კარასინის თქმით, გაგრძელდება აღიარების პროცესიც, რომლის შეფერხების გამოც, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა, შესაძლოა, უკმაყოფილოა, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პირდება მათ, რომ ყველაფერი ახლა იწყება.

ამის პარალელურად, კარასინმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოში „საღი აზრი გაიმარჯვებს“ და „რევანშისტული სცენარებიც“, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მისწრაფებაც აღარ იარსებებს.

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის  რევანშისტული სცენარები, ძალისმიერი მეთოდები, ისევ ცოცხლობს თბილისის პოლიტიკოსთა თავებში. ეს უნდა გავითვალისწინოთ“ - განაცხადა კარასინმა და გამოთქვა იმედი, რომ მალე საქართველოში „საღი აზრი“ გაიმარჯვებს, რისთვისაც დროა საჭირო. უნდა მოხდეს გაცნობიერება იმისა, რომ ისტერიკა სერიოზული პოლიტიკით შეიცვალოს“. თუ რას გულისხმობდა ამაში მინისტრის მოადგილე, არ დაუკონკრეტებია.

გრიგორი კარასინის ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტის სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი1
დაცვის პოლიციის თანამშრომლები ალტერნატიულ სამსახურებში გადანაწილდებიან2
ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა3
სალომე მახარაძე: ლაშა შუშანაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ4
ნანუკა ჟორჟოლიანი: ირაკლი კოდუას თანამდებობა არ დაუტოვებია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X