GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ განცხადება გაავრცელა
17:21 08.08.2012
დღის სიახლეები

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ განცხადება გაავრცელა.  


კომისიის თავმჯდომარის, შოთა მალაშხიას განმარტებით, რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპაციის აშკარა მცდელობამ მკაფიოდ დაადასტურა, რომ ე. წ. ეთნოკონფლიქტები, რეალურად, თავიდანვე კრემლის ბერკეტი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ეს იყო საშუალება, რომელიც მთავარ მიზანს – საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას ემსახურებოდა. 

 

კომისიას მიაჩნია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობის შესანარჩუნებლად და ახალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურებაა საჭირო. „კომისია იმედოვნებს, რომ საერთაშორისო მეგობრობა გაამკაცრებს კონტროლს ევროკავშირის შუამავლობით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე, განსაკუთრებით, საქართველოს მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის, აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში. 


კომისია მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, ობიექტური შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის ქმედებას. „ ჩვენ ვიმედოვნეთ, რომ გაერო, ეუთო, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უკვე მიღებული საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში, განახორციელებენ ქმედით ღონისძიებებს საერთაშორისო მონიტორინგის ჩასატარებლად, ახალი სამშვიდობო ფორმატის და ინტერნაციონალური სამშვიდობო კონტიგენტის შესაქმნელად“,– განაცხადა შოთა მალაშხიამ.


კომისიის სხდომაზე იმ 17 დოკუმენტური ფილმის შესახებ ისაუბრეს, რომელიც კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის “ოკუპაციის” ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიამ გადაიღო დოკუმენტური საარქივო მასალების გამოყენებით.

 

შოთა მალაშხიას განმარტებით, ამ ფილმებში ასახულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ავღანეთში სხვადასხვა დროს სსრკ-ის მიერ განხორციელებული აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის, რეპრესიების, გენოციდის, აგრეთვე, კულტურული და დემოგრაფიული ექსპანსიის, ეთნიკური წმენდის ფაქტები. მისივე თქმით, ცალკე ფილმები მიეძღვნა, აგრეთვე, გერმანიის, იაპონიის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.


„დოკუმენტურ მასალაზე დაფუძნებული ეს ფილმები საშუალებას იძლევა გაკეთდეს დასკვნა, –კომუნიზმი ისეთივე დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, როგორც ნაციზმი. კომისიის აზრით, რუსეთის ხელისუფლების დღევანდელი ქმედებები ცალსახად უნდა შეფასდეს, როგორც ნეოკომუნისტური ფაშიზმი“, – განაცხადა შოთა მალაშხიამ.


სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ ფილმების რუსულმა ვერსიამ, რომელიც გადაიცა პირველ საინფორმაციო კავკასიურ არხზე, უკვე გამოიწვია დიდი ინტერესი არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში. მალაშხიას თქმით, YouTube-სა და ПИК-ზე ინტერნეტით აღნიშნულ ფილმებს სამი თვის განმავლობაში უკვე უყურა 200 ათასამდე ადამიანმა.

 

მალაშხიას განცხადებით, ფილმები ითარგმნება ინგლისურ ენაზეც და მათ დაემატება კომისიის მიერ გადაღებული ეთნოწმენდის მასალები. კომისიის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ ფილმებით არანაკლებად დაინტერესდებიან დასავლეთ ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც. 


შოთა მალაშხიას თქმით, ამავე მიზანს ემსახურება კომისიის მიერ შემუშავებული მეორე პროექტიც – ”ჩვენ, კავკასიელები“. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ჩრდილო კავკასიის ტერიტორიის მკვიდრი ხალხების, მათი წარსულის, აწმყოსა და მომავლის წარმოჩენა, უტყუარ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გამახვილებულია ყურადღება ჩრდილოკავკასიელ ხალხთა წინაშე მეფის რუსეთის, ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთის მიერ ჩადენილ არაერთ უმძიმეს დანაშაულზე.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიორგი აბაშვილი სოფელ მაგრანეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა1
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს2
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა3
მშობიარობის შემდეგ ქალმა ახალშობილი ტყეში დააგდო და სამსახურში წავიდა4
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"- მ ცესკო-ში არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადი შეიტანა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X