GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლუკაშენკომ რეპრესიები დაიწყო: ორი ჟურნალისტი უკვე დაკავებულია
14:24 09.08.2012
დღის სიახლეები

ე.წ. პლუშის დესანტთან დაკავშირებით ალექსანდრე ლუკაშენკომ რეპრესიები დაიწყო. შვედეთიდან ბელორუსის ტერიტორიაზე შემოფრენილი თვითმფრინავიდან პლუშის დათუნიების გადმოყრა, რომლებზეც ადამიანის უფლებების დასაცავად მოწოდებები იყო გაკეთებული, ძვირად დაუჯდა ორ ჟურნალისტს, რომლებმაც ამ დათუნიებთან ფოტოები გადაიღეს.

იულია დოროშკევიჩი და ირინა კოზლიკი, რომლებიც „კომსომოლსკაია პრავდა ბელორუსში“ და გაზეთ „ჩვენი ნივას“ ფოტოკორესპონდენტები არიან, არასანქცირებულ ფლეშმობში დაადანაშაულეს.

ჟურნალისტები გასამართლების მოლოდინში მინსკის საბჭოთა რაინის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

შეაგხსენებთ, ბელორუსში შვედურმა კომპანიამ მოაწყო აქცია, რომლის ფარგლებშიც, თვითმფრინავით ბელორუსის ტერიტორიაზე შეფრინდნენ და პლუშის დათუნიები ჩამოყარეს. ლუკაშენკოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა, თუმცა მოგვიანებით იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ უცხო თვითმფრინავი ისე შეიჭრა ქვეყნის საჰაერო სივრცეში, რომ არც მესაზღვრეებს და არც საჰაერო ძალებსა და თავდაცვის სისტემებს არაფერი გაუგიათ.

ამის გამო ლუკაშენკომ თანამდებობიდან უკვე დაითხოვა სახელმიფო საზღვრის დაცვის კომიტეტისა და ანტისაჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურები. ამასთან, შვედეთისგან ითხოვს, ბელორუსში თავისი ფეხით ჩავიდნენ ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ აქციაში მონაწილეობდნენ.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აშშ-ს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფმა თავდაცვის სისტემის საბრძოლო-საინჟინრო სფეროში სიტუაციის შეფასება დაასრულა1
ლაზიკას პროექტს მხარს გამოკითხულთა 54% უჭერს2
ზაფხულის ტურისტული სეზონი საზეიმო ცერემონიით გაიხსნა3
Expo Georgia-ში სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნა4
რუსი ექსპერტი რუსეთის მიერ ცხინვალის დაკარგვას პროგნოზირებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X