GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"დემოკრატიული მოძრაობა" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
15:13 09.08.2012
დღის სიახლეები

"დემოკრატიული მოძრაობა" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს- ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მოძრაობამ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანონით დღეისათვის გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი ქვეყანაში არსებული რეალობაა.

"საქართველოს მოქალაქეებისა და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს სამართლიანი მოთხოვნის მიუხედავად, დღევანდელმა ხელისუფლებამ უმძიმესი საარჩევნო გარემოს ჩამოსაყალიბებლად ყველაფერი გააკეთა. ასეთ გარემოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება დიდი ხანია, დაწყებული აქვს. მისი დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედგების პერიოდული გამოქვეყნებით "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. გარდაუვალ გამარჯვებასთან შეგუება მიმდინარეობს. ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს პარლამენტში რეალურად ოპოზიციური ძალების მოსვლა და სისტემური ცვლილებების უზრუნველყოფა. ჩვენი პოლიტიკური ძალა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებით, მაგრამ ერთობა ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, დღეს ოპოზიციისა და მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც სჯერა, რომ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ან კოალიციას შესწევს უნარი არჩევნებში არსებული რეჟიმი დაამარცხოს. "დემოკრატიული მოძრაობა" დიდი ნაწილის პოზიციას ანგარიშს უწევს, ჩვენ ამ ეტაპზე უარს ვამბობთ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე, რათა ოპოზიციურ ფლანგზე ერთმანეთისთვის ხმების წართმევას ხელი არ შევუწყოთ. პარტიამ მიიღო მძიმე, მაგრამ ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, არ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ოპოზიციას წარმატებას უსურვებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
იუსტიციის სამინისტრო ბაჩო ახალაიას პროკურატურაში ყოფნის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს1
შს სამინისტროს ინფორმაციით, კახი კალაძე 8 კანონიერ ქურდს შეხვდა (VIDEO)2
გოგა ხაინდრავა კანონიერი ქურდების დახმარებით ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას გეგმავდა3
"დემოკრატიული მოძრაობა" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს4
მიხეილ სააკაშვილი: წამლები უნდა გაიაფდეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X