GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სერგი კაპანაძემ დიპლომატებს პუტინის განცხადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
15:06 10.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე ელჩებს კაპანაძემ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების შესახებ, 2008 წელს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პუტინის მიერ კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული თუ რა გეგმები ჰქონდათ მათ საქართველოსთან მიმართებაში და ომის დაწყების შესახებ გეგმა როდის შეიმუშავეს.

„ახალი ფაქტობრივი გარემოებები გახდა ცნობილი, რუსეთის მოტივაციასთან დაკავშირებით. აღიარებული იქნა თუ რა გეგმები ჰქონდათ მათ.  ეს კი, არის ის განცხადება, რომელიც საჭიროებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შეფასებას“,- განაცხადა კაპანაძემ.

რუსეთს ჰქონდა „ქართული აგრესიის“ საპასუხო გეგმა, რომელიც 2006 წლის ბოლოს, 2007 წლის დასაწყისში იქნა დამტკიცებული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„გეგმა იყო. გეგმა მოამზადა გენერალურმა შტაბმა და სადღაც, 2006 წლის ბოლოს, 2007-ის დასაწყისში ის მე დავამტკიცე“ - განაცხადა პუტინმა.

მანვე აღნიშნა, რომ 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს პირადად დაურეკა მედვედევსა და სერდიუკოვს და საქართველოზე თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
ბენ ლადენის ცოლები საუდის არაბეთმა შეიფარა2
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს3
დავით ნარმანია საშემოდგომო გაწვევის პროცესს დაესწრო4
ფინეთი - საქართველო 1:15
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X