GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილი 20 243 827 ლარით დაჯარიმდა
12:41 11.08.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით დაჯარიმდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი „ინტერნეტ.ჯი“-სთან ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ გააკეთა.

მისი თქმით, სასამართლომ მოქალაქე ივანიშვილი სამართალდამრღვევად სცნო . საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გამოტანილი თანხა ნაღდი ფულის სახით "ქართული ოცნებისთვის" შემოწირულობის სახით გამოიყენა.

თადუმაძე სასამართლოს მიკერძოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ივანიშვილის ადვიკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 48 საათი გვაქვს. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, 20 243 827 ლარი ერთ კვირაში უნდა დაიფაროს“,- აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის განმავლობაში, გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი.

რაც შეეხება კახი კალაძეს მას განაჩენი გუშინ გამოუტანეს. კოლიციის მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისის საქალაქო სასამართლომ  16 944 960  ლარით დაჯარიმა. ასევე დაყადაღდა მისი ქონებაც.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ესტონელი დამკვირვებელი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებს საქართველოში ქუჩის არეულობა მოჰყვეს1
დავით მოძმანაშვილი ნახევარფინალში გავიდა2
ბეშუმი სახალხო დღესასწაულს - „შუამთობას“ უმასპინძლებს3
12 ადამიანი ამერიკული „გორკების“ „ტყვეობაში“ 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა (VIDEO)4
ავტომობილისა და სატვირთოს შეჯახება კამერამ დააფიქსირა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X