GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ
12:39 13.08.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე მათთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ  ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფანჯიკიძის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რის გამოც არც ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს 20 მილიონი ლარის გადახდას და არც კახა კალაძე, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 17 მილიონი ლარით დაჯარიმდა. 

ფანჯიკიძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ფორმალური თვალსაზრისით გასაჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში, რადგან შეიქმნას იურიდიული საფუძველი იმისა, რომ დავა განხილული იქნას საერთაშორისო სამართლოში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და  კახა კალაძის დაჯარიმებას ითვალისწინებდა.

მოსამართლეებმა კობა გოცირიძემ და ნანა დარასელიამ დააკმაყოფილეს აუდიტის სამსახურის შუამდგომლობები და ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის სახით დააკისრეს 20 მილიონი ლარის გადახდა, ხოლო კახა კალაძე 17 მილიონით დაჯარიმდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყადაღა დაედო კახა კალაძის საბანკო ანგარიშებს, უძრავ-მოძრავ ქონებასა და არამატერიალურ აქტივებს.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სამი წლის გოგონას მკვლელობისათვის ორი ადამიანი დააკავეს1
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა2
საქართველოს დღეს აშშ-ის საგანგებო ელჩი ეწვევა3
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკა ზღულაძე უწყებაში არ დარჩა4
„მე ომბუდსმენი 2012“ პირველი ტური დასრულდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X