GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცესკოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
15:04 17.08.2012
დღის სიახლეები

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შვიდ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ცესკოს ინფორმაციით, დოკუმენტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში არსებული ნორმების (45-ე, 48-ე, 49-ე მუხლები) განმარტებებია წარმოდგენილი.

ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელისმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს  სწორედ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, უწყებათაშორისი კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივას“ ხელმძღვანელმა პირებმა. 

როგორც ხარატიშვილის უწყებაში განმარტავენ, მემორანდუმი შემუშავდა საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზემოაღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების პერმანენტული სამუშაო შეხვედრების საფუძველზე, რომლებსაც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) უწევს ორგანიზებას.

„მემორანდუმი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზების კიდევ ერთი გარანტია, ვინაიდან ხელისმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან მიმართებით, ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს, სწორედ   დოკუმენტში ასახული განმარტებების მიხედვით მოქმედებაზე თანხმდებიან, რითაც საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფენ.

ურთიერთთანამშრომლობის ამგვარი დოკუმენტი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან მიმართებით გაფორმდა 2008 და 2010 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც.

ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ხელმომწერ ორგანიზაციებთან ერთად საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ“,- აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს აირჩევენ1
ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავებას ეხმაურება2
ტელეკომპანია “რეალ TV” გაიყიდა (VIDEO)3
პარლამენტში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება4
24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იშვიათი ინფექციითაა დაავადებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X