GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
12:01 22.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს მთავრობა კოალიცია "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ხელისუფლებამ გაყინა "ქართული ოცნების" ან მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშები. არცერთი პარტიის ანგარიში არ არის გაყინული.

"ქართულმა ოცნებამ", საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით თავისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის, შექმნა უკანონო სქემები. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან კანონს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არაერთხელ წარმოადგინა მყარი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე სასამართლოებმა დააჯარიმეს "ქართული ოცნება" და მისი კოალიციური პარტნიორები საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის აშკარა დარღვევისთვის.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელზეც "ქართული ოცნების" ლობისტები საუბრობენ, აღსრულების ეროვნული ბიურო აღასრულებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებას. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებმა დაარღვიეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობა და კოლექტიურად დააჯარიმა ისინი 2,850,717.06 ლარით.

საინკასო დავალება აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს უფლებას, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება ანგარიშების გაყინვის გარეშე ანუ ფულის მოძრაობის ან ანგარიშის სხვაგვარი გამოყენების შეფერხების გარეშე. არსებული მდგომარეობით, ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილი, 122,000.00 ლარი, იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამოღებული საინკასო დავალების საფუძველზე.

წინა თვეს "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად შეაგროვა 730,000 ლარი. ამ თანხის მხოლოდ 17% იქნა ამოღებული დაკისრებული ჯარიმის საფუძველზე.

ზოგადად, 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 25 ივლისამდე "ქართულმა ოცნებამ" შეაგროვა 44,539,123 ლარი (26 მილიონზე მეტი კანონიერად, ხოლო 18 მილიონზე მეტი - უკანონო შემოწირულობების სახით).

შესაბამისად, 122,000 ლარის ამოღება ჯარიმის სახით (მთლიანი შემოსავლის 0.3%) ვერ შეაფერხებს "ქართულ ოცნების" მიერ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თავისუფალი და აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას.

მთელი კამპანიის განმავლობაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები უგულვებელყოფდნენ კანონის მოთხოვნებს და ამას არც საჯაროდ მალავდნენ.

აღნიშნული ცრუ ბრალდებები წარმოადგენს "ქართული ოცნების" მორიგ მცდელობას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია. საქართველოს მთავრობა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეწყვიტოს ცილისწამების კამპანია და კონცენტრირება მოახდინოს არა არჩევნების შედეგების წინასწარ დისკრედიტაციაზე, არამედ საკუთარ საარჩევნო მიზნებზე.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ თითოეულ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს შესაძლებლობა აწარმოოს ღია და გამჭვირვალე საარჩევნო კამპანია“,- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სამოქალაქო რეესტრი ყველაზე გავრცელებული გვარების რეიტინგს აქვეყნებს1
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება2
ურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა3
უზენაეს სასამართლოში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა4
“მის საქართველო 2012”-ის მოდელების ფოტოსესია დინამოს საწვრთნელ ბაზაზე5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X