GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მერაბიშვილი: მირჩევნია ვიყო 4500 სოფლის რწმუნებულის მინისტრი, ვიდრე 18 მინისტრის
11:32 23.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბოლნისში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უკვე განხორციელებული და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები და ინიციატივები იყო. ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა, რომლიც  პრემიერ-მინისტრმა ფერემერებს გააცნო, ხელისუფლების დეცენტრალიზაციაა. 

მერაბიშვილის განცხადებით, მისი მთავრობის მთავარი კურსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება ცენტრაული ხელისუფბლების უფლება-მოსილებების ძირითადი ნაწილის გამგებლებზე, საკრებულოებზე და სოფლის რწმუნებულებზე გადანაწილება, რის შედეგადაც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ნებართვებისთვი ლიცენზიები და სხვა საკითხები ადგილზე გადაწყდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ რაიონში ან დაბაში უფრო ეფექტური იქნება, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობასთან ერთად უკეთ იცის რაიონის და სოფლის პრობლემები და მისი გადაჭრის უკეთესი გზები. 

“ძლიერი ქვეყნის საფუძველი ძლიერი ერი და ძლიერი გლეხია, აქედან გამომდინარე სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა სოფლის მეურნეობის განვითარება და ფერმერებისთვის ხელის შეწყობა“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის დაინტერესებულ ფერმერებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგავში მაქსიმალური დახმარება გაუწიოს და მათ სხვადასხვა სახის შეღავათი დაუწესოს.

“სანამ ქართველი გლეხი არ იქნება მდიდარი, იქამდე საქართველო ვერ გაძლიერდება, ამიტომ ჩვენი მთავრი ამოცანაა, სოფლის მეურნეობის განვითარება. მე მირჩვნია ვიყო 4500 სოფლის რწმუნებულის პრემიერ-მინისტრი, ვიდრე 18 მინისტრის პრემიერ-მინისტრი. ჩვენ ვაპირებთ საქართველოში შევქმანთ 500 ახალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე საწარმო, რითაც გლეხებს ხელს შევუწყობთ თავისი საქმის უკეთ წარმართვაში“- განამრტა პრემიერმა.

internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
ქუბრიაშვილი “ტულონის” სამეოთხედფინალო განაცხადშია2
მიწისძვრა დმანისში3
ბიოლოგების დასკვნით, თაგვები მელოდიას კარგად იმახსოვრებენ4
ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას 6 პუნქტიანი მოთხოვნა წამოუყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X