GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით გამყრელიძემ ქარელის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად დავით ბერუაშვილი წარადგინა
14:34 23.08.2012
დღის სიახლეები

“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ ქარელის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად დავით ბერუაშვილი სოფელ რუისში წარადგინა.

 „რუისი საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე დიდი და ტრადიციული სოფელია და სწორედ ამიტომ მისი წარდგენის ადგილად ეს სოფელი საგანგებოდ შევარჩიეთ. „ახალი მემარჯვენეებისთვის“ სოფელი პრიორიტეტულია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოფლის გაძლიერება მოსახლეობისთვის სტაბილური შემოსავლის გაჩენით. თითო სოფელში თითო საწარმოს ამუშავებით ადამიანთა დასაქმებით,“ – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, კანდიდატი პროფესიით აგრონომია და სპეციალობით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

„კარგად იცნობს სოფელს და სოფლის საჭიროებებს. ამას გარდა, ის მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო სტრუქტურებთან. დარწმუნებული ვარ, დავითი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქარელელთა ღირსეული წარმომადგენელი იქნება,“–  განაცხადა დავით გამყრელიძემ.

თავის მხრივ ბერუაშვილი აცხადებს, რომ "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად რეალობად იქცევა თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს ბიზნესის სტიმულირებას.

„უნდა  ჩაიდოს ინვესტიციები სოფლად წარმოების განვითარებისთვის. შეიძლება ქარელში ხილი  ულპებოდეთ და ის ლიმონათის, წვენების, კონცენტრატების წარმოებისთვის არ იქნას გამოყენებული? ყველა სოფელში თითო საწარმო - სავსებით რეალისტური გეგმაა და ჩვენ ამ გეგმის საკანონმდებლო ბაზას მომავალ პარლამენტში აუცილებლად შევქმნით,“ – აღნიშნა ბერუაშვილმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლალი მოროშკინა სოზარ სუბარის მრჩეველი გახდა1
ფილიპ დიმიტროვი: საქართველოში მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილებისგან შორს არის2
პრეზიდენტის საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ურნაში მისმა უმცროსმა ვაჟმა ჩააგდო3
მოსკოვის სიახლოვეს რადიაციული ფონის მატება დაფიქსირდა4
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X