ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, ბიძინა ივანიშვილს „ვაი ქართველს“ უწოდებს
და ამბობს, რომ დღეს "ჯალათის დამფინანსებელი ვარდებით ხელში 9 აპრილის მემორიალთან დაინახეს".
„კაცობრიობის
ისტორიაში
უპრეცედენტოა
საკუთარი ხალხის მკვლელი, ჯალათი მილიარდებით დაასაჩუქრო," - განაცხადა შატბერაშვილმა გადაცემა "კითხვის ნიშანში".
"9 აპრილის მთავარი "ქილერი" და თბილისის
კომენდანტი, გენერალი ლებედი, ამ ტრაგედიამდე და ტრაგედიის შემდეგაც ფინანსდებოდა, იარაღდებოდა, წარმატებას აღწევდა ვაი-ქართველ ივანიშვილის მიერ და დღეს ასეთ არსებას გაუჩნდა ერის სულიერი მოძღვრის ამბიციები`' - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა, ივანიშვილის მიერ
ლებედის დაფინანსების კომენტირებისას.
Internet.ge