სააკაშვილი: 9 აპრილს ჩვენმა გოგო-ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ თავისუფლების იდეა ყველაზე მძლავრია
საქართველოს
პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, 1989 წლის 9 აპრილს, ტანკების,
ნიჩბებისა და გაზის მიუხედავად, ქართველმა გოგო-ბიჭებმა უკან არ დაიხიეს და
დაამტკიცეს, რომ თავისუფლების იდეა ყველაზე მძლავრია.
პრეზიდენტის
თქმით, დღეს, მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ქართველები დამოუკიდებლობისა და
თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეუპოვარნი არიან.
მისი
განცხადებით, 1989 წლის აპრილში, როცა თბილისში რუსული ჯარი შემოვიდა, ყველას
ესმოდა, რომ მათთვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ,
თავი არ გამოეჩინათ და სახლებიდან არ გამოსულიყვნენ, თუმცა, თავისუფლების იდეა
ყველაზე მძლავრია, ვიდრე რაიმე სახის ქვემეხები და ავტომატები.
„ჩვენ
დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის შეუპავარნი ვართ, რადგან გემო გავუგეთ თუ
რას ნიშნავს თავისუფლება. მსოფლიოში სხვადასხვა ერები არსებობს, რომლებიც მარცხს
ადვილად ეგუებიან, მაგრამ ჩვენ ასეთი ერი არ ვართ. არსებობენ ერები, რომელთა
ლოზუნგია - "საცა არა სჯობს გაცლა სჯობს", მაგრამ ჩვენ ასეთი ერი არ ვართ. არსებობენ ერები,
რომელთაც თავისუფლებას, დამპყრობელის პეშვიდან გალიაში ჭამა ურჩევნიათ, მაგრამ ჩვენ
ასეთი ერი არ ვართ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის
თქმით, საქართველოს ისტორიაში, ბოლო
ტრაგედია 9 აპრილი არ იყო, რადგან იყო აფხაზეთი და სხვა პროვოკაციები, 2008 წლის
ომი, რომელსაც ბევრად მეტი ხალხი შეეწირა, ვიდრე 9 აპრილს, მაგრამ 2008 წელს, იყვნენ
ქართველები, რომლებიც დაიმალნენ და მათი
ხმა არავის გაუგია, თუმცა, იყვნენ ისეთი ქართველებიც, რომლებიც ინფორმაციას -
მიტინგის დაბომბვის შესახებ არ შეუშინდნენ.
პრეზიდენტის
ინფორმაციით, ყველამ იცოდა, რომ ამ მიტინგის დაბომბვა იყო დაგეგმილი, მაგრამ არც
საქართველოს მთავრობამ და არც ქართველმა ხალხმა უკან არ დაიხია.
Internet.ge