GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნებში მონაწილე პარტიებს ტელედებატებისთვის ეთერს სთავაზობს
14:20 29.08.2012
დღის სიახლეები

წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნებში მონაწილე პარტიებს ტელედებატებისთვის ეთერს სთავაზობს. სპეციალური განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ გააკეთა.

საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე და მერვე პუნქტების საფუძველზე, ტელედებატებში მონაწილეობის უფლება აქვთ: "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", კოალიცია "ქართულ ოცნებას", "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" და "ლეიბორისტულ პარტიას".

ჭანტურიას განცხადბით, დებატების პირველი ეთერი 9 სექტემბერსაა დაგეგმილი და მასში მონაწილეობის მისაღებად მაუწყებელი სწორედ ამ პარტიების მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს იწვევს.

მისივე განცხადებით, 18 სექტემბერს დაგეგმილ მეორე დებატზე კი მაუწყებელი ამავე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების პირველ ნომრებს ეპატიჟება. დებატების წესები საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ექსპერტის მიერ არის შემუშავებული.

გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ მაუწყებელი მზადაა დებატების მეთოდოლოგია პარტიებს ხვალიდანვე გააცნოს. პოლიტიკური სუბიექტებისგან პასუხს საზოგადოებრივი მაუწყებელი 5 სექტემბრის 18 საათამდე დაელოდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს1
გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას პატრიარქის ეპისტოლეზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს2
წიკლაური: როგორ შეიძლება ასეთი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანს ქვეყანა ვანდოთ?3
თაქთაქიშვილი: ივანიშვილის მოთხოვნები გვაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი არჩევნების შემდგომ არეულობის გამოწვევა4
პარლამენტში სრულიად ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X