GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აუდიტის სამსახურმა პრევენციული შინაარსის განცხადება გაავრცელა
11:40 01.09.2012
დღის სიახლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პრევენციული შინაარსის განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, რის შედეგადაც უკვე გამოვლინდა და რეაგირება მოხდა კანონდარღვევის არაერთ ფაქტზე.

აუდიტის სამსახური, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქმიანობა წარმართონ კეთილსინდისიერების და ანაგრიშვალდებულების პრინციპების დაცვით და პოლიტიკური დაფინანსების კანონიერების უზრუნველყოფის მიზნით იმოქმედონ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

„ინტერნეტ.ჯი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, რის შედეგადაც უკვე გამოვლინდა და რეაგირება მოხდა კანონდარღვევის არაერთ ფაქტზე. კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური განუხრელად იცავს პრევენიციული ღონისძიებების უპირატესობას მონიტორინგის პროცესში.

კანონის შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 5 დღის ვადაში აწვდის ინფორმაციას მიღებული შემოწირულებების თაობაზე. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება"-ში შემავალი პარტიების ფინანსურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელმა პირებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაადეკლარირეს პარტიების ანგარიშზე არაფულადი შემოწირულებების განხორციელების ფაქტი, რაც კანონით დაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს, თუმცა მონიტოირნგის პროცესში დადგინდა, რომ აღნიშნული შემოწირულებების დეკლარირება მოხდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევით, რადგან განხორციელდა ფულადი ფორმით, თუმცა დადეკლარირდა როგორც არაფულადი შემოწირულება.

მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ ფიზიკური პირები სხვადასხვა მომსახურების შესყიდვისა და პარტიის ვალდებულებების შესრულებისათვის ფულად თანხებს პირადი სახსრებიდან იხდიან, თუმცა ამის მიუხედავად როგორც ელექტრონული პროგრამაში ისე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ამას ადეკლარირებენ როგორც არაფულად შემოწირულებას. კანონით დადგენილი წესების დარღვევით კოალიცია „ქართული ოცნების" სასარგებლოდ შემოწირულებები განახორციელეს ფიზიკურმა პირებმა, - ნოდარ ხადურმა, თამარ გიორგაძემ, რომან ცხონდიამ, თინა ხიდაშელმა და ბესო ჯოჯუამ.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შემოწირულებად ითვლება პარტიის ანგარიშზე საქართველო მოქალაქის მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) და მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი).

ამდენად, სახეზეა პარტიის სახელით ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ანგარიშსწორება, რაც არ შეესაბამება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით შემოწირულებისათვის დადგენილ ცნებას, რადგან კანონის მიხედვით შემოწირულება შეიძლება იყოს ან ფულადი სახის, რაც მხოლოდ შემომწირველის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან პარტიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით უნდა განხორციელდეს, ან არაფულადი, რაც შეიძლება იყოს ფიზიკური პირის მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით პოლიტიკური სუბიექტისათვის გადაცემული ყველა სახის აქტივი, გარდა ფულადი სახსრებისა, რაც ბუნებრივია წლის განმავლობაში ერთი ფიზიკური პირისთვის არ უნდა აღემატებოდეს კანონით დადგენილ ლიმიტს.

შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პირთა მიერ პოლიტიკური სუბიექტის ნაცვლად სხვადასხვა მომსახურებისა შესყიდვისა და ვალდებულების დასაფარავად პირადი სახსრების გამოყენება კანონდარღვევას წარმოადგენს და ამვდროულად სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან. კერძოდ:

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბმისად, აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება. ამდენად, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გარდა, სხვა რომელიმე ანგარიშის გამოყენება დაუშვებელია. არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, საარჩევნო სუბიექტის მიერ გაწეული ყველა ხარჯი უნდა ანაზღაურდეს საარჩევნო კამპანიის ფონდიდან. კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზეა სიტუაცია, როდესაც პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ფონდი არსებობს, თუმცა საარჩევნო კამპანიისათვის საჭირო ხარჯების გაღება ხდება ფიზიკური პირების ანგარიშებიდან. აღნიშნული თანხები არ ხვდება ფონდის ანგარიშზე და ფაქტობრივად ორგანული კანონის მოთხოვნების გვერდის ავლის შენიღბვის მიზნით, დეკლარირდება როგორც არაფულადი შემოწირულება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური დაფინანსების და ხარჯების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით გენერალური აუდიტორის #126/37 ბრძანებით განისაზღვრა წესი, რომლის მიხედვითაც შეიზღუდა ნაღდი ფულით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა და პარტისთვის სავალდებულო გახდა საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გადასახდელების განახორციელება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა გამოიწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა ყველა ის პირი, ვინც შემოწირულებების კანონის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა. ახსნა-განმარტების მიცემისას აღნიშნულმა პირებმა მათ მიერ კანონშეუსაბამო ქმედების ჩადენის ფაქტი პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშებზე ინკასოს არსებობით ახსნეს და განმარტეს, რომ პოლიტიკური სუბიექტის ფინანსური ვალდებულებების პირადი სახსრებიდან დაფარვა სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.

იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს გადაწყეტილებით დაუფარავი ვალდებულებების გამო კოალიცია „ქართულ ოცნება"-ში შემავალ პარტიებს ინკასოს წესით მიღებული შემოსავლების მხოლოდ 16.45% ჩამოეჭრათ და სრული შესაძლებლობა ქონდათ ფინანსური ტრანზაქციები კანონის შესაბამისად განეხორციელებინათ, მაინც დაარღვიეს პოლიტიკური დაფინანსების შესახებ დადგენილი წესები. თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ორიენტირებულია დარღვევების პრევენციაზე და არა სანქციების გამოყენებაზე. სწორედ ამ კონტექსტში ხაზს უსვამთ იმ გარემოებას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისუწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ინკასოს გამოყენება გადაავადა. შესაბამისად აღარ არსებობს რაიმე საფუძველი კანონშეუსაბამო ქმედების მიზეზების დასასაბუთებლად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ითვალისწინებს პრევენციული შინაარსის ღონისძიებების მნიშვნელობას მონიტორინგის პროცესში. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქმიანობა წარმართონ კეთილსინდისიერების და ანაგრიშვალდებულების პრინციპების დაცვით და პოლიტიკური დაფინანსების კანონიერების უზრუნველყოფის მიზნით იმოქმედონ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად“,- ნათქვამია განცხადებაში.

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება3
„თბილისობა 2012“ 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება4
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X