სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამა დღეიდან ამოქმედდა. ნულიდან 5
წლამდე ბავშვები, სტუდენტები, შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირები და ასაკით პენსიონერები სადაზღვეო პაკეტის სრული
მომსახურებით ისარგებლებენ.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, დაზღვეულთა
მაჩვენებელმა 2 მილიონ ოთხასი ათასს მიაღწია. დღეს დილიდან, მინისტრი იმ კლინიკებს სტუმრობს, რომლებიც დაზღვეულებს
უნდა მოემსახურონ.
მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და
მთავრობის ინიციატივით მოხდა.
Internet.ge