GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
2011-2012 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ
14:33 03.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა” გრძელდება. პროექტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემს. დღეს, მინისტრმა ხატია დეკანოიძემ თბილისის სკოლების 300-მდე კურსდამთავრებულს პირადად გადასცა ოქროს მედლები და მომავალი წარმატებები უსურვა.

2012 წელს საქართველოს მასშტაბით 780 ოქროსა  და 1041 ვერცხლის მედალი გაიცემა. მედალოსანთა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში, იმერეთსა და აჭარაშია.

დღესვე, ოქროს მედლები იმერეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებსაც გადაეცათ. იმერეთის რეგიონს 2011-2012 სასწავლო წელს 114 ოქროსა და 60 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს. ოქროს მედლები მიიღეს დღეს აჭარის რეგიონის წარჩინებულებმაც,  აჭარას 111 ოქროსა და 102 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს.

ოქროს მედლები მიიღეს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონის წარმატებულმა მოსწავლეებმაც. 2011-2012 წლისათვის ქვემო ქართლის რეგიონს 41 ოქროსა და 52 ვერცხლიმედალოსანი ჰყავს ხოლო, კახეთს - 75 ოქროს და 190 ვერცხლისმედალოსანი.

„სასწავლო პროცესში, გარდა სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნისა, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების ხელშეწყობის ერთ-ერთი საშუალება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებული მოსწავლეების წარმოჩენაა. ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი“,- აცხადებენ სამინისტროში.

მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები  ”ეროვნული სასწავლო გეგმით” რეგულირდება. 2011-2012 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი  ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე მითითებულია შესაბამისი წელი.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ელმან აბდულაევი: აზერბაიჯანსა და საქართველოს სადაო არაფერი აქვთ1
აკრძალული პრეპარატების შემოტანის ფაქტზე ზურაბ კიკვაძე და გიორგი ბასილაძე დააკავეს2
პატიმართა ეტაპირების პროცესი გრძელდება3
პარლამენტი 2013 წლის ბიუჯეტის გადახედვას იწყებს4
მძიმე დაავადებისაგან თავის დასაღწევად ექიმებმა ნანა კაცად აქციეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X