GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასამართლომ მერიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა
11:47 06.09.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გურამ ჩაჩხალიას სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მხარეებს შორის დავის საგანს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებისა და მერიის განკარგულების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დაჯარიმდა და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებულ იქნა დადგენილება უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის  დემონტაჟის თაობაზე. 

საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეს, როგორც დევნილს, სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცა ქ. თბილისში ხიზანიშვილის N71-ში განთავსებული უძრავი ქონება.  2009 წელს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მოსარჩელის უძრავი ქონება, რომელიც ე.წ ”ბარაკის” ტიპისაა,  უნებართვოდ წარმოებულ მშენებლობად მიიჩნია და ფიზიკური პირი  15 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო   მითითების  შეუსრულებლობისათვის  5 ათასი ლარით.  

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რადგან  თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა არ გამოიკვლია საქმისათავის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არ მისცა სათანადო შეფასება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს,  როგორც დევნილს, სახელმწიფოსაგან სიმბოლურ ფასად 2009 წელს გადაეცა ქ. თბილისში ხიზანიშვილის N71-ში განთავსებული სადავო უძრავი ნივთი, რის გამოც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა  ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილის შეფასებით, დევნილთა შეჭრის საკითხი რაღაც ჯგუფის მიერ ორგანიზებულს ჰგავს1
აღსრულების ბიურო შპს "ბურჯში" ახალი მესაკუთრისთვის ფართის გამოთავისუფლებას ახორციელებს2
90 წლის მამაკაცმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა (VIDEO)3
მიხეილ სააკაშვილი: მომავალ წლებში ყურძნის ჩაბარების პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება4
წნორში გაზის აფეთქებისას ცოლ-ქმარი დაიწვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X