GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მსოფლიოში 775-მა მილიონმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცის
11:25 08.09.2012
დღის სიახლეები

დღეს მსოფლიოში წიგნიერების დღეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დღესდღეობით, მსოფლიოში 775-მა მილიონმა ზრდასრულმა ადამიანმა არ იცის წერა-კითხვა.

მან ყურადღება გაამახვილა ასევე იმაზე, რომ მსოფლიოში სკოლაში არ დადის 122 მილიონი უმცროსი და საშუალო ასაკის ბავშვი, ხოლო მილიონობით ბავშვი ისე ამთავრებს სკოლას, რომ არ იღებს შესაბამის განათლებას. არაწიგნიერი ადამიანების ორ მესამედს ქალები შეადგენენ.

ამ მდგომარეობის შნარჩუნება, პან გი მუნის თქმით, ხელს შეუშლის განვითარების დასახულ მიზნებს, რომლებიც ათასწლეულის დეკლარაციაშია ფორმულირებული.

გენერალური მდივნის თქმით, გაერო ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანიც შემდეგი სამი ამოცანის შეასრულებაა: ყველა ბავშვმა მიიღოს სასკოლო განათლება: ამაღლდეს სწავლების ხარისხი და ხელი შეეწყოს მსოფლიო მოქალაქეთა აღზრდას.

„მე მოვუწოდებ ქვეყნების ხელმძღვანელებს, ასევე ყველას, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია განათლებასთან, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას. ხარჯები, დაკავშირებული იმასთან, რომ მილიონობით ბავშვი და ახალგაზრდა საზოგადოების მიღმა რჩება, მნიშვნელოვნად აჭარბებს ხარჯებს, რომლებიც აუცილებელია განათლების სფეროში საერთაშორისო მიზნების მისაღწევად,“ - განაცხადა პან გი მუნმა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცხინვალში კრემლის „რეიდი“ დაიწყო1
ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრები დღეს შეხვედრებს გეგმავენ2
ირაკლი ღარიბაშვილი საპატრიარქოში მივიდა3
გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას ციხიდან კანონიერი ქურდის გათავისუფლებას სთხოვდა (VIDEO)4
USAID რუსეთში მუშაობას წყვეტს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X