GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (10 - 16 სექტემბერი)
00:01 10.09.2012
დღის სიახლეები

ვერძი: ახალი შეგრძნებები შეცვლის თქვენს წარმოადგენას არჩეულ პროფესიაზე ან ცხოვრებისეულ მიზნებზე. კარიერაში ახალი სიმაღლეების დაპყრობის სურვილი იდეების ხორცშესხმის მიზეზი გახდება. ურთიერთობა უმეტესად კოლეგებთან და პარტნიორებთან მოგიწევთ. მათი დახმარებით ადვილად გაერკვევით წვრილმანებსა და ნებისმიერი საქმის არსში. გაიზრდება თქვენი რომანტიულობა და სასიყვარულო შეგრძნებების გამძაფრების სურვილი, თუმცა ამისათვის ყოველთვის არ დაგრჩებათ დრო.

კურო: საკუთარი შეხედულებების ცვლილებითა და მიზნების ჩამოყალიბებით მეტად ორგანიზებული და აქტიური გახდებით. ამგვარად მშვიდად მიიღებთ ცხოვრებისეულ გადაუვალ ცვლილებებს და შეძლებთ ახალ გარემოებებთან მარტივად შეგუებას. თუ იგრძნობთ საფრთხეს მატერიალურ სფეროში, მაშინ დროებით გადადეთ ძვირადღირებული შენაძენები და ეკონომიურად ხარჯეთ ფული. საყვარელ ადამიანთან ერთად კულტურულ ღონისძიებებზე დაწრება, სპორტი, დიეტა და დადებითი ემოციები გაგიუმჯობესებთ გუნება-განწყობას.

ტყუპები: თქვენი აქტიურობა მიმართული იქნება სამსახურის საქმეებისაკენ. შესაძლოა კოლეგებისაგან კონკურენცია შეიგრძნოთ. ყურადღებით იყავით იმ ადამიანთა მიმართ, ვისთანაც მოგიწევთ ურთიერთობა, რათა არ მოტყუვდეთ ან რაიმეზე არ დაგწყდეთ გული. შორეულ მოგზაურობებში მშვენიერ გამოცდილებას დააგროვებთ, რაც დაგეხმარებათ პროფესიონალ საქმეებსა და და მიზნიების მიღწევაში. გაგიადვილდებათ საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან საერთო ენის მოძებნა და უთანხმოებების გაქარწყლება.

კირჩხიბი: დრო წინასწარ რაციონალურად დაგეგმეთ და ამ პერიოდში ბევრი საქმის მოსწრებას შესძლებთ. თქვენს მიმართ კრიტიკის მოსმენისას ნუ გაღიზიანდებით და ეცადეთ გამოასწოროთ შეცდომები. თქვენთვის მთავარი იქნება ოჯახი და მასში სიმშვიდისა და ჰარმონიის შენარჩუნება. ეცადეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას საქმიანი და ქმედითი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ. სუსტების დახმარებისას ნუ მოაკლებთ ყურადღებას ახლობელ ადამიანებსაც, რათა არავინ გაგინაწყენდეთ. შორეულ მოგზაურობაში კი სიფრთხილეა საჭირო.

ლომი: ეს პერიოდი კარგია მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად, რათა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოთ. გაითვალისწინეთ ოჯახისა და პირადი ხარჯი, რათა არ დაგჭირდეთ ფულის სესხება. შესაძლოა დახმარება დასჭირდეს ახლი ნათესავებსაც. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან. აუცილებლად დაუთმეთ დრო დასვენებას და რიგიანად გამოიძინეთ. მაღალია ბავშვის ჩასახვის ალბათობა. ფარული რომანტიული ურთიერთობა კი დამატებით სირთულეებს შეგიქმნით.

 ქალწული: ძალზედ შემოქმედებითად იაზროვნებთ და უამრავი ახალი და სარფიანი იდეა შეგაწუხებთ. პერიოდულად საზოგადოებრივ საქმეებში აქტიური მონაწილეობის მოთხოვნა შეგეცვლებათ სახლში ყოფნისა და დასვენების სურვილით. ძალდატანება კი უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მშობლებთან და ბავშვებთან ურთიერთობა მეტად მჭიდრო და გახსნილი იქნება. შესაძლოა მოისურვოთ მათთან ერთად დასასვენებლად გამგზავრებაც.

სასწორი: კარგი დროა ახალი ცოდნისა და უნარების მისაღებად, გამოცდების ჩასაბარებლად. მოიმატებს მოქმედებისა და სიახლეების სურვილი. საქმე ბევრი გექნებათ, თუმცა შემოსავლების რაოდენობაც მოიმატებს. ოჯახის წევრებს გაახალისებთ ახალი შენაძენებითა და საჩუქრებით. გადაადგილებები და კონტაქტები დაგეხმარებათ თქვენი სამომავლო მიზნების უკეთ გააზრებაში. სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობებში ეცადეთ იყოთ მხიარული, ოპტიმისტური, მოსიყვარულე და თბილი.

მორიელი: განწყობას გაგიხალისებთ მეგობრებთან ურთიერთობა და თქვენი ქმედებების გასამართლებელი არგუმენტების მოსმენა. პირად საქმეთა წარმოებისას ნუ დაკარგავთ სიფრთხილეს და უსმინეთ ინტუიციას. კარგი დროა ახალი საქმის დაწყებისა და გეგმაზომიერი მოქმედებებისათვის. სირთულეებია მოასლოდნელი საბუთებთან დაკავშირებით. ნუ გამოიყენებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, განსაკუთრებით საყვარელ ადამინთან დაკავშირებით და ნურავის სწამებთ ცილს, რათა არ გაებათ ხანგრძლივ განხილვებსა და კამათში.

მშვილდოსანი: შემოსავლის რაოდენობა არ მოიმატებს, ამიტომ დიდი შენაძენებისაგან სჯობს თავი შეიკავოთ. ნურც საკუთარ თავზე და ნურც ოჯახის წევრებზე ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ, რადგან შედეგები ძალზედ სავალალო აღმოჩნდება. მშობლები დიდ გავლენას მოახდენენ თქვენს ცხოვრებაზე, თუმცა მათთან კამათიც ხშირი იქნება. უცხოელებისაგან შესაძლოა საჩუქრები მიიღოთ. სასიყვარულო ურთიერთობაში ჰარმონიის შესანარჩუნებლად ეცადეთ უარი თქვეთ ყველა ცდუნებაზე. შემოქმედებითი სამუშაო, მოლაპარაკებები და შორეული მოგზაურობა კი მოგებას მოგიტანთ.

თხის რქა: ადრე დაგეგმლი, კარგად გააზრებული და ახლა დაწყებული ახალი საქმე მომგებიანი და წარმატებული აღმოჩნდება. სხვებისთვის გაწეული უსასყიდლო დახმარება ერთი-ორად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და საკუთარი თავის რწმენას. კარგ შემოსავალს მოგიტანთ უცხოელებთან კავშირი და თანამშრომლობა. შესძლებთ გარშემომყოფთათვის თავის სხვა კუთხით წარდგენას და საკუთარი ნიჭისა და მნიშვნელოვნების დაფასებას მოითხოვთ. ახლო გადაადგილებები და მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

მერწყული: ენერგიის ნაკლებობა შეასუსტებს თქვენს აქტიურობას და სამსახურის საკითხებში გაგიჭირდებათ სწრაფად მოქმედება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. მოქმედების ტაქტიკისა და სტილის შეცვლისას შესაძლოა საიდუმლო მფარველებიც კი შეიძინოთ. თუმცა ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო შესაძლოა ძალედ არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ბევრ ძალისხმევას მოითხოვს სახლის  საქმეები. მოგზაურობა და მივლინებები გაზრდის თქვენს შესაძლებლობებს და მოგიტანთ კარგ შემოსავალს.

თევზები: მომავლის კეთილდღეობისათვის იზრუნეთ კვალიფიკაციის ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებაზე. კომუნიკაბელურობის მეშვეობით ადვილად დაამყარებთ კავშირებს და იპოვით საუკეთესო გზებს თქვენი საქმიანობის რეკლამირებისათვის. შესაძლოა მოგიწიოთ ბინის გამოცვლა ან სახლის გალამაზება, გარემოს შეცვლა. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში შეიტანეთ სიახლე და ხალისი, რადგან ჰარმონიულ გარემოზე იქნება დამოკიდებული თქვენი სიმშვიდე და ჯანმრთელობა. შესაძლოა ოჯახის რომელიმე წევრს თქვენი დახმარება ან მოვლა დასჭირდეს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (10 - 16 სექტემბერი)1
სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მუშაობას ოპოზიციის ნაწილი დადებითად აფასებს2
„ელიტა ბურჯის“ შენობასთან დიმიტრი ლორთქიფანიძე მივიდა3
ჩახვაძე პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობით მოსვლას პროგნოზირებს4
ვანო მერაბიშვილი უწყების გაყოფის წინააღმდეგია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X