GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსთავის №16 დაწესებულება დიპლომატებმა მოინახულეს
15:28 10.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დღეს, რუსთავის №16 დაწესებულების საზოგადოებრივი მისაღები მოინახულეს.

დიპლომატები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დანერგილ სიახლეებს გაეცნენ და საზოგადოებრივი მისაღების სერვისების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღეს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ აღნიშნული რეფორმა მსჯავრდებულის ოჯახის წევრების, უფლებების დამცველებისა და სხვა პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან მარტივი ურთიერთობისა და მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დანერგა.

ვიზიტორებისთვის, საზოგადოებრივ მისაღებში, შექმნილია კომფორტული გარემო, გამარტივებულია პროცედურული საკითხები, მოქმედებს სწრაფი, სრულყოფილი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი. მოქალაქეებს ემსახურებიან კონკურსის წესით დასაქმებული მაღალკვალიფიციური საზოგადოებრივი კონსულტანტები, რომლებმაც რამდენიმე ეტაპიანი სპეციალური მომზადების პროგრამა გაიარეს.

საზოგადოებრივი მისაღებში შესაძლებელია: მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, საჭირო ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება, განცხადების ჩაბარება და სხვა პროცედურების გავლა სწრაფად და კომფორტულად.

დამატებითი სერვისის სახით ვიზიტორებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაცია, საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი და საბავშვო კუთხეა გათვალისწინებული.

საზოგადოებრივი მისაღები უკვე №8, №18, №15 , №19 და №16 დაწესებულებებთან ფუნქციონირებს. ეტაპობრივად კი სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ამოქმედდება.

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს1
Rope-Jumping-ის კომპანია ბიძინა გუჯაბიძესა და მის შვილს ეკუთვნის2
სამომხმარებლო ფასების დონე 0.9 პროცენტით შემცირდა3
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ4
მინდია გულუა „პრესა.ჯი“-ს კალაძესა და ე.წ. "ქურდული სხადნიაკის" შესახებ ესაუბრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X