GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ეგზიტპოლებზე კვლევითი კომპანია GfK იმუშავებს
14:11 13.09.2012
დღის სიახლეები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, საქართველოში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ დაგეგმილი ეგზიტპოლების შესახებ ისაუბრებენ დღეს დაგეგმილ ერთობლივ ბრიფინგზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია და  კვლევითი კომპანია GfK-ს წარმომადგენელი ნიკ მუნი.

ეგზიტპოლებს საერთაშორისო კვლევების ევროპული ლიდერი კომპანია GfK (www.gfk.com) საქართველოში უკვე მეორედ ახორციელებს.

კონტრაქტის ღირებულება 230 000 აშშ დოლარს შეადგენს. კონტრაქტი ითვალისწინებს არჩევნების დღეს ეგზიტპოლისა და სექტემბერში ორი სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საარჩევნო ეგზიტპოლს უკვე მესამედ უკვეთავს (აქედან მეორედ GfK-ის). ამ მიმართულებით მაუწყებელი ხელმძღვანელობს საზოგადოების ინტერესით.

ეგზიტპოლი საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია, რომელსაც იყენებენ წამყვან დასავლურ ქვეყნებში, რათა დააკმაყოფილონ მოსახლეობის ინტერესი არჩევნების შედეგების მიმართ, სანამ გამოცხადდება ოფიციალური შედეგები. ეგზიტპოლი ავსებს ინფორმაციულ ვაკუუმს უბნების დახურვიდან ოფიციალურ წინასწარ შედეგებამდე. საქართველოს შემთხვევაში, ეს პერიოდი 24-30 საათს შეადგენს.

ეგზიტპოლების შედეგები ქვეყნდება მაუწყებლების მეშვეობით. ამიტომ მთელ მსოფლიოში, სწორედ მაუწყებლები არიან ამ კვლევის დამკვეთები. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის კომერციულად მომგებიანი პროექტი, კერძო არხები ხშირ შემთხვევაში ერიდებიან ამ ძვირად ღირებული კვლევის ჩატარებას. გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესიდან, სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლები იღებენ დამკვეთის როლს მსოფლიოს მასშტაბით (მაგ. BBC, ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა).

საგულისხმოა, რომ GFK ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია კვლევით ბაზარზე. აქვს დიდი გამოცდილება პოლიტიკური კვლევების, მათ შორის ეგზიტპოლების მსოფლიო მასშტაბით ჩატარების. ამავე დროს, ნაყოფიერად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ თუ კომერციულ მაუწყებლებთან. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და კომპანია GfK თანამშრომლობდნენ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს და ამ თანამშრომლობის შედეგი მაღალპროფესიულად ჩატარებული ეგზიტპოლი და დროულად გამოცხადებული ქ. თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები იყო, რომელთა მაქსიმალური ცდომილება ოფიციალურ შედეგებთან 2%–ს შეადგენდა.

გამოკითხვა ჩატარდება საქართველოს 220 საარჩევნო უბანზე. გამოიკითხება 25 000 რესპონდენტი, რაც იძლევა 3%-მდე მაქსიმალურ ცდომილებას.

ამომრჩევლის დასწრებასთან დაკავშირებული მონაცემები გადაიცემა არჩევნების დღეს 12:00, 17:00 და 20:00 საათზე. წინასწარი შედეგები მოსახლეობას 20:00 საათზე, ხოლო საბოლოო შედეგები მაყურებელს 21:00 საათზე ეცნობება.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პორნო-ვიდეოს 11 წლის მონაწილემ აღიარა, რომ სკოლაში პროსტიტუციას ეწეოდა (VIDEO)1
კადიროვი: გავგზავნოთ სააკაშვილი ოკეანის გაღმა და კარგად ვიცხოვრებთ2
ლევან ვასაძე: ჩემი პოლიტიკაში წასვლა გამორიცხულია3
გოგონას კუჭიდან 2 კილოგრამი თმა ამოუღეს, რომელსაც ის მეცადინეობისას ჭამდა4
თბილისში ახალი უბნის „დირსიჭალის“ მშენებლობა იწყება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X