GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველის ინფორმაციით ქუთაისის #2 დაწესებულებაში პატიმართა უფლებების რეგულარულად ირღვევა
11:14 14.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა, გეგმური მონიტორინგი  ქუთაისის #2 და გეგუთის #14  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განახორციელა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მონიტორინგის წინასწარი შედეგები ცხადყოფს, რომ ქუთაისის #2 დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ხდება პატიმართა უფლებების რეგულარული დარღვევა. ადგილი აქვს პატიმართა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის მრავლობით შემთხვევებს.

„მიგვაჩნია, რომ ქუთაისის #2 დაწესებულებაში არსებული ვითარება აუცილებლად უნდა გახდეს სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობის  და საგამოძებო ორგანოების განსაკუთრებული ყურადღების საგანი. პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებს მკვეთრად განსხვავებული და გაუმჯობესებული ვითარება დახვდათ გეგუთის #14 დაწესებულებაში. მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაცია, რაც მისასალმებელი ფაქტია“,- ნათქვამია სახალ;ხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

გეგმური მონიტორინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში პატიმრებისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასაც.

„ქუთაისის #2 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან გასაუბრებისას აღნიშნავენ, რომ თანამშრომლები მათ როგორც წესი ექცევიან უხეშად, გამომწვევად და დამამცირებლად. პატიმრების თქმით, ისინი ცდილობენ არანაირი კონტაქტი არ იქონიონ ადმინისტრაციასთან, რადგან ნებისმიერი კონტაქტი დაწესებულების თანამშრომლებთან შეიძლება მათი მხრიდან კონფლიქტის და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მატარებელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა1
გერმანიაში დაჭრილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს ჯერ კიდევ ვერ უკავშირდებიან2
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება3
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?4
ვინ ფიგურირებს პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ მასალებში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X