GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილი დასაქმების ერთიანი ელექტრონული ბაზის შედგენის პროცესს გაეცნო
11:20 14.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე სოციალური მომსახურების სააგენტოში იმყოფებოდნენ, რომელიც სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზას ადგენს.

სააგენტოს დირექტორმა, რამაზ სულამანიძემ პრემიერ-მინისტრს და დასაქმების მინისტრს გააცნო პროგრამის მიმდინარეობა და მოცემული მომენტისთვის მიღებული შედეგები. საქართველოში ოჯახების 73%-თან ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა დასაქმების და გადამზადების მსურველთა პრიორიტეტული პროფესიები - ბანკის ოპერატორი, ბუღალტერი, ექთანი და მასწავლებელი. აგრეთვე გამოიკვეთა ის ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს სამსახურის შოვნა - 36-დან 55 წლამდე.

პრემიერ-მინისტრმა სააგენტოს ქოლცენტრიც დაათვალიერა, რომლის ძირითად ფუნქციასაც წარმოადგენს უკვე ბაზაში განთავსებულ ოჯახებში ზარების განხორციელება და „დასაქმების აგენტების" საქმიანობის მონიტორინგი. ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ ოჯახშიც დარეკა და აგენტების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხით დაინტერესდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს საქართველოს მასშტაბით 3000 „დასაქმების აგენტი" ჰყავს. მათ კარდაკარის პრინციპით 763 000 ოჯახი უნდა მოიარონ და აღწერონოჯახების დასაქმებისა და გადამზადების საჭიროებები. მოგვიანებით შევსებული ანკეტები ოპერატორებს დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზაში შეჰყავთ. უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, „დასაქმების აგენტები" უკვე ესტუმრნენ 559 000 ოჯახს, რომელთაგანაც 289 000 ოჯახის ანკეტა უკვე დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზაში არის განთავსებული. ოქტომბერში, სააგენტოს მიერ აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ, ელექტრონული ბაზა და არქივი სრულად გადაეცემა დასაქმების სამინისტროს შემდგომი რეაგირებისათვის.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის განახლების კონცეფციაზე მუშაობს1
ლევან ვარშალომიძის შემცვლელად არჩილ ხაბაძის კანდიდატურა განიხილება2
დღეიდან სახელმწიფო უწყებებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შევლენ3
სასჯელაღსრულების სამინისტრო: პენიტენციურ სისტემაში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია4
ბიძინა ივანიშვილი ჯონ მაკკეინს ხვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X