GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი შაშკინმა "ეხო მასკვისთან" საქართველოს განათლების სისტემაზე ისაუბრა
16:26 11.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინმა  რადიოსადგურ "ეხო მოსკვი"-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა. "ეხო მოსკვი"-ს  ჟურნალისტი, ეკატერინე კოტრიკაძე, საქართველოში რუსული ენის სწავლებით დაინტერესედა.

დიმიტრი შაშკინის განმარტებით, საქართველოში 11, თბილისში 2 რუსული სკოლა და 39 რუსული სექტორი ფუნქციონირებს. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თავისუფალია არჩევანში, თუ რომელი უცხო ენა შეისწავლოს. თუმცა, საქართველოში პრიორიტეტულ და მთავარ უცხო ენად ინგლისური რჩება.

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა 73%-მა  ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური აირჩია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის უმეტესებობა არჩევანს სწორედ ინგლისურ ენაზე აკეთებს. რაც გლობალიზაციის პირობებში სრულიად  სწორი გადაწყვეტილებაა.

მინისტრის თქმით, საქართველოს მოსახლეობა პატივს სცემს რუსულ კულტურას, მაგრამ ამავდროულად ყველას ახსოვს ოთხი წლის წინ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ გამომჟღავნებული ღია აგრესია, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 25% -ის ოკუპაცია, დაღვარა უდანაშაულო ადამიანების სისხლი.

"ეხო მოსკვი"-ს  ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით, საუბარი შეეხო სკოლის მანდატურების სამსახურის შემოღების აუცილებლობას და ამ სამსახურის შემდეგ სკოლის უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ წარმატებებს,ასევე ერთიან ეროვნულ და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ზაქარია ქუცნაშვილი: პირადად დაგიჭირეთ მხარი, როცა პრეზიდენტი გახდით1
ბაჩო ახალაია დააკავეს2
ნოდარ ხადური: პენსიები საარსებო მინიმუმს მომავალ წელს მიუახლოვდება3
სოზარ სუბარი: 300-მდე პატიმარი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდება4
დიმიტრი შაშკინი "მე-9 არხს" პასუხობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X